ამიტომაც მანქანის მძღოლები მაქსიმალურად უფრთხილდით ველოსიპედისტებს. მანქანის საჭესთან რომ ჯდება ადამიანი, რა თქმა უნდა არავის მოკვლა ან დაზიანება არ უნდა. მანქანა ყავს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე კომფორტულად მივიდეს. გზაში კი ისეთები შეიძლება შეგხვდეს... არ ვიცი რატომ, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ვერც მანქანის მძღოლები აცნობიერებენ ხოლმე ხშირად რამდენად საშიშია ველოსიპედისტთან გარისკვა და რამდენიმე წამის მოგება. კაცმა არ იცის უცებ საით მიბრუნდება, მის წინ რომ მანქანა აჩერებს ან ანელებს მაგ დროს რა მომენტში და რომელი მხრიდან აუქცევს გვერდს და ასე შემდეგ. უმეტესობა ქვეითივით უპროგნოზოა მოძრაობაში.
ველოსიპედისტებიც ვერ აცნობიერებენ მანქანასთან შედარებით რამდენად ნელები არიან, ვერც იმას აცნობიერებენ, რომ ეს თხელი კონსტრუქცია ცუდად ჩანს გზაზე დღისითაც და ღამითაც და მხოლოდ ძალიან რომ მიუახლოვდები, ავარიულად საშიშ მანძილზე ხდება შესამჩნევი, თუ რამე დამატებითი ციმციმებით ან მანათობლებით არ მიიქცია მძღოლის ყურადღება შორიდანვე...
გუშინ ღამით ვმოძრაობდი ველოსიპედით. ჭავჭავაძიდან ზემელი, რუსთაველი, თავისუფლება, რესპუბლიკის მოედანი გზაზე ჩემს წინ მიდიოდა სხვა ველოსიპედისტი. ვზროსლი ბიძა იყო, ბავშვი არა. უკანა ციმციმა ჩამოკიდებული ჩანთით იყო დაფარული. რამდენიმე შუქნიშანზე წითელზე გაიარა, არ გაჩერებულა. რესპუბლიკის მოედანზე დავეწიე რომ მეთქვა - ციმციმა არ ჩანს თქო, ჩანთა ფარავსო. ყურსასმენები ეკეთა. ეც ცალკე იმის გარანტია, რომ არა მხოლოდ ვერ ხედავ შენს უკან რა ხდება, არც კი გესმის.
მე სარკეებიც მიყენია, პავაროტნიკებიც, უკან მკვეთრი ციმციმაც. ძალიანაც არ მსიამოვნებს ნაძვის ხესავით განათებული რომ ვმოძრაობ ხოლმე, მაგრამ სხვა გზა არაა.

სამაგიეროდ ვხედავ და ვგრძნობ, რომ როცა შენს უკან მძღოლმა იცის რას აპირებ, იცის რომ ხედავ, უფრო მშვიდად მოგყვება, გითმობს ან უსაფრთხოდ გიაბგონებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითო ასეთ რამდენიმე საათიან გასვლაზე სამი-ოთხი ისეთი მძღოლი მხვდება, რომელიც ძალიან ახლოს ჩამივლის ხოლმე, მე კი მიჭირავს წონასწორობა, მაგრამ ბევრი ვერ დაიჭერს. მით უმეტეს ახალბედა ველოსიპედისტი. ამიტომაც ახლოს არ ჩაუაროთ ხოლმე. შეიძლება ჩამოგეკიდოთ საყურესავით მანქანაზე.
პარკირებულები კარს მიღებენ ისეთ მანძილზე, დამუხრუჭებას რომ ვერ მოასწრებ. 15 კმ/სთ სიჩქარის პირობებში მანქანას უფრო მოკლე სამუხრუჭე მანძილი აქვს, ვიდრე ველოსიპედს. მძღოლებს კი გონიათ, რომ რაკი შენ ნელა მოძრაობ, მყისიერად შეგიძლია გაჩერდე, ან მოასწრებს შენს წინ ჩაჭრას, მოხვევას, დაბზრიალებას, რას აღარ

... მთავარ გზაზე რომ მოდიხარ და ის გვერდითი გზიდან ან პარკოვკიდან გამოდის, გონია, რომ მოასწრებს და პირდაპირ შენს წინ იწყებს გზაზე გამოსვლას.

ამიტომაც ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩემი გზაა, მე ვარ მართალი, არ ამართლებს. ავარია გარდაუვალია. როცა ვიცი, რას შეიძლება ველოდო მანქანის მძღოლისგან, თადარიგს ვიჭერ. რამდენიმე წამის ან წუთის დაკარგვა იმ მომენტში დაგვიანება კი არაა, ველოსიპედისტისთვის სიცოცხლის გაგრძელებისთვის მოგებული დროა. მანქანის მძღოლისთვის კი ათასი უსიამოვნების და პრობლემების თავიდან აცილების დრო.
მოკლედ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ქვეითებშიც, ველოსიპედისტებშიც და მძღოლებშიც უხვად იქნება დაბდურა და უწესრიგო ადამიანები ამიტომაც ჩვენვე უნდა ვიყოთ ფრთხილად 360 გრადუსით.