ამ ინსტრუქციაში, რაღაც, ვერ ვხედავ, რომ პატრულს თავის დანებების ვალდებულება ჰქონდეს...
მუხლი 15.
3. პატრულ-პოლიციელთა განწესი სატრანსპორტო საშუალებათა გამოდევნების დროს პირადი და მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულია:
ა) სამორიგეო სამსახურის მეშვეობით მოახსენოს დანაყოფის მორიგეს გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ;
ბ) გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები.
4. მიზანშეუწონელია იმ მძღოლების გამოდევნება, რომლებმაც ჩაიდინეს საგზაო მოძრაობის წესების ნაკლებმნიშვნელოვანი დარღვევა ან როცა დარღვევის საფრთხემ ჩაიარა.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/62332 - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მართალია, ეგ დოკუმენტის პირველადი სახეა და რეგისტრირებული არ ვარ მაგ საიტზე, საბოლოო ვარიანტი ვნახო, თუმცა, მეეჭვება ეგ პუნქტი შეცვლილიყო. მანდვეა ბოლოში ცვლილებები, რომელიც მაგ თემას არ შეხებია.
This post has been edited by keen on 19 May 2017, 15:12