ბევრი მიზეზია, რომელი ერთი ვთქვა. ძრავის მუშაობის პრინციპი ვისაც ესმის, მიხვდება რა აბსურდი თეორიაც არის
ჯერ როგორ უნდა გააჩერო ძრავი ისე, რომ პორშინები შეკუმშული არ იყოს

ორი თუ დაბლა იქნება, მეორე ორი ხომ შეკუმშული იქნება

ანუ იმ ორ ცილინდრში დაიწყებს ზეთის ჭამას ?

მაშინ შუა ხაზზე ყველა ?

ან როგორ უნდა გაარტყა, ან რომც გაარტყა მაშინ ნახევრად შეკუმშული გამოდის ყველა პორშინი. ნახევრად დაიწყებს ზეთის ჭამას მაშინ ?

კაი, ვთვქვათ და დარჩა პორშინი შეკუმშული. რა პრობლემა უნდა შეუქმნას ამან ძრავს ? რა, კედლებს გაცვეთავს თუ კოლიცოებს წნევა ?
ან რა წნევა, ვინმეს გონია რომ ჩამქვრალ ძრავში ზევით აწეულ პორშინს წნევა მუდმივად უკავია ? დროის პატარა მონაკვეთით კი, მარა მერე იპარება ცოტა კოლიცოებიდან, ცოტაც კლაპნებიდან და ა.შ.
ცილინდრი და პორშინი ეგეთი ჰერმეტული რომ იყოს, მაშინ ძრავის ხელით/რუჩკით დატრიალებაც შეუძლებელი იქნებოდა
მანქანებზე აღარ ელაპარაკო ვინც ეგ გითხრა, ძაან გაღმაა : )))
This post has been edited by N_e_o_N on 18 May 2017, 21:04