შარშან ვიყავი სექტემბრის ბოლოს, ჩემი ფორესტერით.
თან თუში ვარ და პირველად ვიყავი

არც ისეთი რთული გზა მომეჩვენა მანამდე როგორიც წარმომედგინა და აქ რასც წერენ.
ზამთრის საბურავები ამოვაცვი, ბაკი კავავსე, ერთი 20-იანი თავზე შემოვაგდე და 5 კაცი წავედით. ნუ ჯამში + 2 დელიკა და 1 სექუოია.
თბილისიდან კაი 7-8 საათი მოვუნდით თუ სწორად მახსოვს. მთავარი პრობლემა რაც მანდ ემართებათ და რატომაც იღუპება ხალხი, არის არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა.
რავიცი, მე არანაირი პრობლემა არ მიგვრძნია მოგზაურობის დროს, არანაირი ექსტრიმი.
ძალიან მაგარი მხარეა, შემიყვარდა.