#50645001 · 27 May 2017, 14:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
abes777
QUOTE | ვინმეს თუ გისარგებლიათ, რეალურად ჩამოყავთ მანქანები ძრავზე და კოლოფზე გარანტიით, თუ აფიორაა?
|
არავითარი გარანტია გარანტიაგასულ და მეორად მენქანებზე და მეორად ნაწილებზე არ არსებობს. არ მოატყუებინოთ თავი არავის. არსებობს გარანტია მხოლოდ ოფიციალური დილერების ცენტრებში ნაყიდ მანქანებზე და იქ შეძენილ და იქვე დაყენებულ ნაწილებზე. ისიც გარანტია შედგენილია მწარმოებლის მიერ და გადახედვას არ ექვემდებარება. გარანტია მოქმედებს ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით ოფიციალურ დილერს და მყიდველს შორის. თუ ასე გარანტიას ითხოვთ ძველ მანქანებზე და მეორად ნაწილებზე - ჩამომტანს და გამყიდველს გამოართვით ნოტარიუსის დადასტურებული ბეჭდიანი და გამყიდველის ხელმოწერიანი საბუთი-რომელიც ამტკიცებს მანქანის და დეტალების გარანტიას...
This post has been edited by stelss93 on 27 May 2017, 14:55
|