აი დღეს მაგრად გადავრჩი რა...
ხობში ავტოსადგური სადაათქო საკითხავად გავაჩერე გზის სავალ ნაწილზე და მომადგა პატრული... 200 ლარიანი ჯარიმაა და უნდა დაგიწეროო... დამასხა ცივმა ოფლმა, ლამის ნახევარი თვის ხელფასი უნდა შემეწირა ამ უაზრო, სირობა მომენტს...
თავაზიანად მოვუხადე ბოდიში, ერთი წამით შევყოვნდი მეთქი, ვეხვერწე იქნებ მაპატიოთ მეთქი და არაო, გეკუთვნის 200 ლარიანიო..
მერე ჩამაბერია, ძლივს გავხსენი ის რაღაც ცელოფანში რომ აქვთ და მეკითხება პირველად ბერავ, მანამდე არასოდეს ჩაგიბერიაო?

არამეთქი და გაეცინა

ჩაჯდა მანქანაში, წერა რაღაცეები და გადმოვიდა ხელი მოაწერეო... სულ ხელის კანკალით მოვაწერე ხელი და ბრახ, გპატიობ 10 ლარიანი დაგიწერეო...
ლამის კინაღამ გადმოვხტი მანქანიდან და ჩავეხუტე პატრულს

ათასი მადლობა ვუთხარი

ეკიპაჟის ნომერი ვერ დავიმახსოვრე სამწუხაროდ ეიფორიაში ვიყავი...
ხოდა კიდე ერთხელ მადლობა პატრულს... სკანი გოლუაფირო, ჯგირ კოჩ

ზოგი მართლა ჯიგარია