2005 წლიან მარჩზე 30000 კმ-ზე საშუალო წვა ჩემს მეუღლეს აქვს 6,8 ლიტრი 100კმ-ზე, 2005 წლიანია 1.5-იანი ძრავით. რაც იყიდა იმის მერე ყველა ბენზინის ჩასხმა აქვს აღრიცხული

თან საუკეთესო აქვს 5.3 ლიტრი (ბაკის გავსებიდან გავსებამდე, სავარაუდოდ ტრასაზე) და ყველაზე ცუდი 8.9 ლიტრი (ისევ ბაკის გავსებიდან გავსებამდე, ეს ალბათ შარშანდელი ბაკურიანის წვაა, მხოლოდ სტატისტიკა ვნახე fuel log-ის).
1.2-იან ვერსიაზე 27000 კმ-ზე ქონდა საშუალო წვა 7.9 (ამ ვერსიებს 4 სიჩქარიანი ავტომატი აქვს და არა სვტ).
ასე რომ ეგრეც არ არის. გააჩნია მანქანის კონკრეტულ მოდელს, როგორ იყენებ და შენ თვითონ როგორ დადიხარ.