რატომ?
გყოლია და არ გამოგადგა?

თუ ვიღაცა ხელოსანმა გითხრა არ ვარგა პეჟოებიო?
ოჯახში გვყავს პეჟო 306 დიზელი და ეგეთი გამძლე მანქანა მე მართლა ბევრი არ მეგულება
ერთი 6 თვე მე დავდიოდი თავიდან მერე მამაჩემს ყავდა 3 წელი საზამთროებს და კარტოფილებს დაათრევდა.
მერე 1 წელზე მეტი ჩემი ძმა ტანჯავდა. ნებისმიერ საწვავზე დადის. დაჟე დამწვარ საშაურმის და ფრის ზეთზეც დადის

კახეთში სემიჩკის ზეთიც ჩაგვისხია და ჩვეულებრივ დადის.
ჰოდა ნუ იჯერებთ ყველაფერს რასაც ვიღაცა "მცოდნეები" გეუბნებიან.
მეც როცა ვყიდულობდი ყველა მიმტკიცებდა არ ვარგა პეჟო, მოაშორეო. მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მაგრამ მჭირდებოდა მანქანა რომელიც ცოტას დაწვავდა და გავრისკე. საქართველოში კი მაგრად არ უყვართ პეჟო მაგრამ ევროპაში სავსეა, გერმანიაც სავსეა პეჟოებით.