ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა ავლაბარში პატრული იდგა მარეგულირებლად და წითელზე გაგვატარა ნაკადი რამოდენიმე ხანში ვიდეო ჯარიმა მომდის. ეს ისე ცნობისთვის რამდენად გაუმართავი სისტემაა.
შემდეგი კახეთის გზატკეცილზე ხშირად მიწევს სიარული 2 ადგილას სადაც ვიდე კამერები აყენია იმდენად უაზრო და უხარისხოა 2 მანქანა კადრში თუ ხვდება ვერ აფიქსირებს რომელმა გადააჭარბა, ამიტომ დღის განმავლობაში ფაქტიურად ეგ კამერები ჯარიმებს ვერ/არ წერს.
ქალაქში არსებული კამერების უმეტესობა პოსტ ფაქტუმ სიტუაციებს ###ზე იკიდებს მაგალითად: პეკინზე საბურთალოს ქუჩის კვეთასთან ხშირად არი საცობი და შენ როცა მწვანეზე გადაკვეთე სდექ ხაზი გაგჭედა საცობმა უკვე წითელი აინთო და ვეღარ აგრძელებ მოძრაობას უკვე დაარღვიე კამერა გიკიდებს და მოგდის ჯარიმა რაც ხშირად ხდება.
კანონში არი ეგეთი მუხლი რო თუ მძღოლი შუქნიშნის წითელ შუქზე აგვიანებს რეაგირებას და უწევს სწრაფად დამუხრუჭება უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა გზაჯვარედინზე მაქსიმალური სიფრთხილით ეს ყვეელამ ვისწავლეთ პრავას რო ვაბარებდით. ვიდეო ჯარიმა კვლავ აქტიურია და კვლავ გიწერს ჯარიმას.
მოკლედ იმის თქმა მინდა მეგობრებო რო უამრავი ლაფსუსია კანონში და ზოგადად ამ ვიდეო ჯარიმებზე ძალიან დაუხვეწავი და არაეფექტურია ერთადერთი დანიშნულება რაც აქვს არის ის რომ მეტი ფული შევიდეს ბიუჯეტში.
რა აზრი აქვს რადარის დაყენებას მაგალითად ნაბერჟზე ჯეოსელთან სადაც ყველამ იცის რო კამერაა რამოდენიმე წამით შეანელებს მოძრაობას და ისევ იგივე ტემპში გააგრძელებს. არანაირი ეფექტურობა არ გააჩნია თუნდაც მაგ რადარს მუშაობს თუ არა ეგეც არ ვიცი
და ბოლოს იყო იმაზე საუბარი რო რადარებს შორის გავლილი მანძილი რა დროში დაფარა მანქანამ იმის მიხედვით მოხდებოდა დაჯარიმება მაგრამ საკმაოდ რთული სისტემაა და დიდ ნაკადზე ვერ მუშაობს და ბევრი ცდომილებები აქვს ამიტო ესეც ვერ დანერგეს ჩვენთან.
აი ეს ახალი სისტემა ჯარიმის ჩაბარების რამდენად შეცვლის სიტუაციას არ ვიცი მანდაც იქნება ლაფსუსი გაპარული რომელსაც ვიპოვით ისეთები ვართ ქართველები

უბრალოდ ცოტა უკანონობად მიმაჩნია და დისკრიმინაციული ფონიც ადევს რომ ადამიანი თუ კომპიუტერთან ვერ მეგობრობს იჩაგრება. თან 60 წელს გადაცილებული ძალიან ბევრი მძღოლია საქართველოში და მაგ ასაკის ცოტა მეგულება ვინც ჯარიმის შემოწმებას შეძლებს.