2,28 თეთრი ღირს რომპეტროლში რეგულარი, -12 თეთრი გამოდის 2.16 თეთრი
ფორმულაში რეგულარი 1,92 თეთრი ღირს, - ანუ (ფასდაკლებულ!!!) რომპეტროლთან შედარებით 2,16 - 1,92 = 24 თეთრით ნაკლები
გააკეთეს ექსპერიმენტი იცით ეს თქვენც (იყო ფეისზე და მერე იმედმაც უნიჭოდ გადაიღო) საწვავს ცოტასა თუ ბევრს სუყველგან იპარავენ, - რომპეტროლშიც სოკარშიც, ლუკოილშიც და ფორმულაშიც....
11 ლიტრზე დაახლოებით 50 გრამიდან 150 გრამამდე იყო ცდომილება
ოქტანობა ყველას ნორმალური ააქვს, არაა ოქტანობით გაჯერება დღეს პრობლემა

მაშინ კითხვა მაქვს, - რატო უნდა ჩავასხა რომპეტროლის ბენზინი 24 თეთრით უფრო ძვირად? (ესეც ფასდაკლებული 24 თეთრია, ხოლო რელობაში 24+12=36 თეთრს) რატო როცა ყველა იპარავს, და + ამას კიდე 36 თეთრით მეტი გადავუხადო რომპეტროლს?
არ ვიცი ვის რა მანქანა გყავთ მაგრამ ჩემი ჰონდა ფიტი ჰიბრიდი გადასარევად დადის ყველაზე იაფიან ფორმულას ბენზინითაც კი, არა ააქვს არც დიორგანია, არც წაკვრები არც ხრჩოლავს და არც ჩამქრობია სადმე

, არც ჩეკი აუნთია ოქტომბრის შემდეგ მემსახურება 5-ზე
არადა 36 თეთრი არაა ცოტა კუში, 20 ლიტრზე რომ ავიღოთ 7 ლარზე მეტია..... და ზოგი 7 ლარისასაც ვერ ასხავს საერთოდ....
ანუ 20 ლიტრ ბენზინზე 3,6 ლიტრით მეტი მომდის ფორმულაში
არ გავკარი რომპეტროლს
თან მაგათ გოთვერნულ სისტემას, სადაც 6 თვე უნდა ჩაასხა სულ მაგათთან საწვავი რომ 15 თეთრიან ფასდაკლებაზე გაგიყვანონ
რავი აბა, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ მანქანებს რომლებიც რეგულარზეც კარგად დადიან იქ 36 თეთრით მეტის გადახდის არ მესმის
აი თუ ტურბინებულია, ახალი მანქანაა და მწარმოებელი პირდაპირ სუპერს ითხოვს მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ რაც ზემოთ დავწერე რეგულარის ტიპის საწვავს ეხება ეს