გამარჯობა მეგობრებო
მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ვიყიდო E220 CDI (ავტომატი), თანხა: 5 600 $-მდე (ამაზე მეტს ვერ გადავიხდი ფიზიკურად).
რა თქმა უნდა, მაქვს ორი ვარიანტი: 1) W210 - რესტაილინგი და 2) W211. მეგობარმა მირჩია, რომ W211-ს ყიდვას, სჯობია ავიღო W210, რომელიც იქნება მაგარ ხოდზე. იქნებ თქვენც მირჩიოთ, ამ ფასში აქ ადგილზე, საქართველოში რომლის ყიდვა აჯობებს? თან მითხრეს, რომ 210 უფრო ცოტას წვავსო 211-ზე და რამდენად მართალია? მოკლედ, ვინ ერკვევა კარგად, იქნებ მითხრათ მინუსები და პლიუსები?
და კდიევ ერთი: ადრე ყველა ავტო ბენზინზე მყავდა და დიზელს პირველად ვყიდულობ. რას მივაქციო ყურადღება ყიდვისას დილეტანტის დონეზე და ასევე მირჩიეთ, კარგად სად შემიმოწმებენ?