Mr Angryკი, ავტოშამპუნი გამოიყენება მანქანის გარე ზედაპირის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის მინაზე....
რაც შეეხება სარეცხ ჟელეს და სხვა მსგავს საყოფაცხოვრებო ქიმიას, რაც უფრო მეტად მოარიდებ მანქანას, მით უკეთესი...განსაკუთრებით, საღებავს

სხვა მხრივ, გადახედე ფორუმს და ნახავ სასარგებლო რჩევებს, მათ შორის ავტომობილის რეცხვასთან დაკავშირებით
* * *
kakhakakhianiროგორ ხარ მეგობარო

მოკლედ, ერთი დაკვირვება, რომელიც მინდა რომ გაგიზიარო....დღეს წავუსვი კოლონიტე ჩემსას...კაი ხანია მინდა და როგორც იქნა მოვიცალე....
მოკლედ, გუშინ ბევრი ვიძრომიალე ამერიკულ საიტებზე...მაინტერესებდა ამ ვაქსის წასმის მეთოდებზე რას წერდნენ და იქ ნანახი ინფორმაციის საფუძველზე, წავუსვი შემდეგნაირად:
1. წავუსვი ძალიან თხელი ფენა, აი თითქმის რომ არ ემჩნევა იმდენად თხელი. გუბკაზე რითიც წავუსვი, სულ რამდენჯერმე დავასხი ვაქსი, ისიც ძაან ცოტა....ასეთი მეთოდი აღმოვაჩინე ინტერენეტში, რომ თუ გაინტერესებს გუბკაზე რამდენია ვაქსი, ანუ სჭირდება დამატება თუ არა ეგ რომ განსაზღვრო, გუბკა უნდა მიადო მინას და მინა თუ გააცხიმიანა, ესეიგი დამატება არ უნდა...ამ მეთოდით ფაქტიურად სულ 4-5 ჯერ დავამატე, ისიც უმნიშვნელოდ, ვაქსი გუბკას
2. აქამდე თუ წასმიდან 5 მაქსიმუმ 10 წუთში ვაშორებდი ხოლმე, ამჯერად დაახლოებით ნახევარი საათი გავაჩერე და მერე მოვაშორე. და ჩემდა გასაკვირად, უფრო ადვილად მოშორდა და გაპრიალდა, ვიდრე უფრო ცოტა ხანს რომ ვაჩერებდი...იმდენად ადვილად, რომ გაოცებული დავრჩი

მოკლედ, ეს ორი მეთოდი არის აღიარებული როგორც საუკეთესო ამ ვაქსის შემთხვევაში...დღეს მეც გავტესტე და მართლა მუშაობს...