

საღამომშვიდობის ყველას. ერთი სიტყვით ჩაიკუკა გრასის სწრაფ პოლიროლმა. ყიდვის შემდგომ გავტესტე და დავწერე კიდეც შედეგი. დაველოდე გარეცხვის დროს. მაგის შემდგომ კიდევ რამოდენიმეჯერ გავტესტე სანამ აქ დავწერდი შედეგებს, რო მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი.
პირველადი ეფექტი 6-ლარიანი სპრეი პლიროლის კვალობაზე საკმაოდ კარგი აქ. პირველ სურათში შეძლებისდაგვარად ჩანს. სურათი გადაღებულია გამთენიისას ჩრდილში.
როგორც რამოდენიმეჯერადი გამოყენებისას დავაკვირდი მანქანას რო გავრეცხავ სალფეტკი რო გადავუსვა გამშრალების შემდგომ არ ჭუჭყიანდება, მაგრამ როგორცკი ამ სპრეის მივასხავ და პოლირებას ვიწყებ ლაქიდან ამოდის ბევრი ჭუჭყი. ნუ ეს შეიძლება პლიუსად ჩაითვალოს, მაგრამ როგორცკი გარეცხვამდე მიდის საქმე ორი იმდენი ჭუჭყი აქ მიკრობილი მანქანას. ზონებად დავყავი მანქანა და ისე წავუსვი. გარეცხვის შემდგომ ბევრად უფრო ძნელად ირეცხება სპრი პოლიროლით დამუშავებული ზედაპირი. ესაა ძაან დიდი მინუსი ჩემი აზრით.
ჯერ წაუსვა და დრო დახარჯო, მერე გარეცხვაზე ორმაგი დრო დახარჯო არანაირად არ ღირს წვალებად.
ერთი სიტყვით ხალხო არ გირჩევთ. დახარჯავთ ფულს, ენერგიას, ერთჯერადად გაახარებთ გულს.
იგივე შემიძლია ვთქვა გრასის საბურავების პოლიროლზე. ძაან ბლეკი აქ გამოყენების შემდგომ საბურავებს. გარეცხვის დროს ძაან ცუდად ირეცხება

ამ საბურავების გასაშავებელის გამოყენების შემდგომ კარგად ირეცხება საბურავები, მაგრამ ბლესკი აქ საბურავებს გამოყენების შემდგომ და დისკებზე მატოვი ფენა ედება და აღარ პრიალებს დისკები.

გრასის ძრავის გასარეცხ სითხეზეც დავწერ ბარემ. არაუშავს ნორმალურია, მაგრამ დაჟე გაუზავებელიც კი არაა მაღალი კონცენტრაციის. გათვლილია სავარაუდოდ დალბაიბ მომხმარებლებზეც

რო არ გადაიტყყაონ ხელები. მაგიტომ აღარ შევიძენდი მე პირადად. სუსტია გაუზავებელის კვალობაზე. გაზავებული რომელიც იყიდება ვაფშე ქაფიანი წყალივითაა. მტვრიან და ოდნავ ზეთიან ძრავს კარგად გარეცხავს დალშე აზრი არ აქ ამის ყიდვას.

რაც შეეხება დისკების გასარეცხ ხსნარს გაზავებულს. კარგად რეცხავს მსუბუქად დასვრილ დისკებს ( კალოდკების მტვერს ვგულისხმობ ჭუჭყში ) მაგრამ თუ კრასკას მოხვდა და ოდნავ შეაშრა ბლესკს აკარგვინებს, აჩენს თეთრ ლაქებს. ზოგ პლასტმასს გაკრასკვაც ვერ შველის თუ ზედ შეაშრა ეგ ხსნარი. სუნი აქ პეროსის. და რეაქციაც მსგავსი აქ.
მაგის ყიდვას 2-ლარად ნახევარლიტრიანი პეროსი იყიდო, ლოკალურად დაამუშაო დისკები სჯობს ვიდრე მაგ სპრეითი გაანადგუროთ ტექნიკა. პეროსით მე არასოდეს არაფერი არ გამფუჭებია. ნუ პლასტმასზე პეროსიც არ უნდა მიუშვა.

იმედია ეს ინფოები ვინმეს გამოადგება. ეს ის შემთხვევებია როცა იაფიანი ვერ იქნება ხარისხიანი. მემგონი საკმარისად ქიმია გამოვიყენე გრასის ფირმის რო დავრწმუნდე მის უხარისხობაში. მსუბუქად რო ვთქვა რაც ღირს იმდენი ეფექტი აქ მოხმარების მხრივ, ორი იმდენი კიდე წვალება მოხმარების შემდგომ.