დღეს ჩემ მანქანაზე რაღაცეებს ვჩხირკედელაობდი. შუადღისას მზემ რო დააჭირა დადგა სალონში რაღაც მყრალი სუნი, როგორც ყოველთვის. ჩრდილში სიგრილე როცა იყო მანქანაში არასოდეს არ დგებოდა სუნი. დაბლა ნოხს არ აქ სუნი ( გაწმენდილი მაქ ) ჭერიც გაჭმენდილი მაქ, სავარძლებს არ აქ სუნი. ვერ ვიგებდი რისი სუნი იყო. ვდიე კუთხე-კუნჭულებში მანქანას და გაკვირვებული დავრჩი. ქარხნულ ბეშუმის, ვიბროიზოლაცია თუ რავი რაცაა იმას ჰქონდა სუნი, რომელიც ბაგაჟნიკში გლუჩიტელის მხარესაა მარცხნივ. საბარგულს რო ახდით და ქეჩას ამოიღებთ მხოლოდ მარცხენა მხარეს ასხია ხოლმე. ზოგ ადგილებში წებოსავით იყო გამხდარი, ფერი ჰქონდა შეცვლილი და ადვილად
სძვრებოდა. იმ დარბილებულ, წებოვან ადგილებს ჰქონდა მყრალი სუნი. ეტყობა თავისი მოჭამა იმ ბეშუმმა და გაფუჭება დაიწყო.
წინა კორსაზეც იგივე სიტუაცია მქონდა და ვერ ვიგებდი რისი სუნი დგებოდა ხოლმე მზეზე მანქანაში.
ავდექი ავიღე ბრტყელი საფხეკი და სულ ავაფხიკე ის ბეშუმი თუ ვიბრო იზოლაცია ( რავი რაცაა ) დავაპილასოსე და გაქრა ცუდი სუნი.
ასე რომ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ოპელის პატრონებმა. კარგად შეამოწმოთ ეგ ადგილი. თუ დაზიანებული იქნება ეგ ფენა ააფხიკავთ და სუნიც გაქრება. აფხეკვის დროს არც კრასკა ზიანდება და არც მეტალი.
როცა ხოდზე ვიქნები ვიზუალურად ცუდად რო არ ჩანდეს ეგ ადგილი, მალიარნი სკოჩით შევფუთავ და სპრეი ბეშუმს დავასხავ.
გრამატიკულ შეცდომებს ტექსტში ნუ მივაქცევთ ყურადღებას. მეზარება შესწორება
This post has been edited by e36m3 on 4 Oct 2019, 20:45