ფხხ

)) დიდს არაფერს

) უბრალდ გამიტაცა ამ ეტაპზე დიტეილინგმა

) დავდებ შედარებას რომ დავამუშავებ ყველა ეტაპზე მერე . ისე დიდ სხვაობას არ მომცემს სავარაუდოდ , თეთრია მანქანა

)
* * *
აუ ბიჭებო ძაან მაგარი ფანარი შევიძინე დღეს დომინოში. იტენება დენზე, მანქანაში. ეკრობა რკინაზე, მათ შორის მანქანაზე. იკისება სხვადასვა პოზიციაზე ან იდგმება
* * *
toyota12345რამე ასეთი

* * *
mixRდაკარბონებაზე არ გიფიქრია? რაღაც ნაწილებზე ტყავიც შეგიძლია ჩაურთო. ცოტა ძვირი სიამოვნება კია. AMG ის გაკეთებული სალონები მაქვს ნანახი ძაან მაგარია. ამ ეტაპზე მგონი შეჩერებული აქვთ საქმიანობა.
* * *
http://auto.am.ge/. აქ არის სალონებს როგორ აკეთებს AMge
* * *
საქართველოში ავტო დიტეილინგი არც თუ ისე ფეხმოკიდებული თემაა. ინტერნეტსივრცეშიც ქართულ ენაზე ძნელად მოსაძებნია ინფორმაცია ავტომობილის სრული დიტეილინგის შესახებ. ჩემი რამოდენიმე დღიანი ინტერმეტ სივცეში სიარულის შემდგომ შევკრიბე მონაცემები და ვეცდები შემოგთავაზოთ ქართული ვარიანტი (მე რომ ასე შეჯამებული მენახა გამეხარდებოდა

) . გაცნობებთ რომ ინფორმაცია ეყრდნობა ინტერნეტ ვიდეო მასალებს და სხვადასხვა ქვეყნის ფორუმელთა , მათ შორის ჩვენი იუზერების რჩევებს. ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ თეორიული გამოცდილება და გამოცდილმა იუზერებმა გთხოვთ ჩააკორეკტიროთ თუ რამე შეცდომაა გაპარული. სასურველია შენიშვნას მიუთითოთ თქვენი ნიკი. ასევე სასურველი იქნება თუ ჩაამატებთ სხვა სასარგებლო რჩევებს და ლინქებს ამათუიმ ეტაპისთვის . თითქოს უმნიშვნელო ფაქტორმა შესაძლოა მთლიანად არასწორ შედეგზე გაგვიყვანოს, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩავძიებოდი ყველა თითქოსდა უმნიშვნელო დეტალს ბოლომდე.
მაშ ასე, დავიწყეთ !!! დიტეილინგი ჩემნაირი "ჩაინიკებისთვის".
განვიხილოთ ავტომობილის Detingling-ის სრული პროცესი. ავტომობილის Detingling-იმოიცავს პროცედურათა რიგს, როგორიცაა:
1. ავტომობილის კომპლექსური რეცხვა:
1.1. ვრეცხავთ მაღალი წნევის აპარატით -
1.1.1. პირველი ეტაპი წყლის გადავლება , რათა დალბეს საღებავზე არსებული ჭუჭყი,
1.1.2 მეორე ეტაპი უკონტაქტო ავტომობილის შამპუნით ავტომობილის გაქაფვა, რის შემდგომ ვაცდით 2-3 წუთს (ქაფი არ უნდა შეშრეს საღებავზე),
1.1.3. წყლის გადავლება მაღალი წნევის აპარატით.
1.1.4. რეცხვა ავტომობილის შამპუნით ხელით რეცხვისთვის , უკონტაქტო რეცხვის დასრულებისთანავე - ვაცლით ისეთ ჭუჭყს რასაც ვერ იღებს უკონტაქტო რეცხვა. მოიცავს ეტაპებს მსხვილნასვრეტებიანი ღრუბლით გაქაფვა , რომ არ დავხაზოთ საღებავი, ვრეცხავთ ორი ვედროს პრინციპით (ერთ ვედროში გვაქვს წყალი სადაც გაზავებულია ხელის შამპუნი, ხოლო მეორეში სუფთა წყალი) რეცხვას ვიწყებთ სახურავიდან და ჩამოვდივართ ქვემოთ. ღრუბელს ვასველებთ შამპუნიან ვედროში ვქაფავთ სახურავს , ამის შემდეგ ღრუბელს ვრეცხავთ სუფთა წყლიან ვედროში და შემდეგ ვასველებთ შამპუნიან ვედროში და ასე ვაგრძელებთ სანამ ბოლომდე არ გავქაფავთ ავტომობილს. ბოლოს ვაკერხერებთ სუფთა წყლით.
1.1.5. ვამშრალებთ სუფთა მიკროფიბრის ჩვარით ავტომობილის ზედაპირზე ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მოძრაობებით
საჭირო მასალები და აქსესუარები:
მაღალი წნევის აპარატი, საქაფე, უკონტაქტო შამპუნი, შამპუნი ხელით რეცხვისთვის, ღრუბელი, 2 ვედრო. ღრუბელი, ჩვრები.
ლინქები ძირითადი მასალებისთვის:
რეკომენდირებული ბრენდები: კერხერი, ბოში, გრასი
https://www.amazon.com/Cellulose-Large-Use-...ge+for+car+washhttps://www.domino.com.ge/ka/products/auto-...ss-113111-6-kg/http://ukontakto.ge/product/%E1%83%9E%E1%8...83%9B%E1%83%98/https://karchershop.ge/sakofacxovrebo-teqnika/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AC%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/magali-wnevis-aparati-K%C3%A4rcher-K5-Full-Control
2. ეტაპი - ავტომობილის კუზაოს ცხიმებისგან გათავისუფლება , ღრმა წმენდა. ეს პროცედურა ყველაზე საჭირო და აუცილებელია რათა შემდგომი ეტაპების სრულყოფილი შედეგები დავინახოთ
2.1. ქლეიბარით ავტომობილის საღებავის გასუფთავება . ორიოდე სიტყვა ქლეიბარზე (აბრაზიული თიხა, არასაბავშვო პლასტელინი) . ასუფთავებს ავტომობილის საღებავს ისეთი ჭუჭყისგან რასაც ვერანაირი რეცხვა ვერ აშორებს (სმალა, ასფალტის ნარჩენების და სხვა) . მოხმარების წესი მარტივია . სასურველია გამოვიყენოთ სპეციალურ ხსნართან ან მცირე კონცენტრანტიან შამპუნიან წყალთან.
მთავარი პირობა - ქლეიბარის დავარდნის შემთხვევაში იგი ხდება გამოუყენებელი და ეგრევე ექვემდებარება გადაგდებას. სხვა შემთხვევაში ჭუჭყიან ზედაპირს ვკეცავთ , ვაპლასტელინებთ, ხელახლა ვაბრტყელებთ და ვაგრძელებთ გამოყენებას.
ერთერთი საუკეთესო ქლეიბარის ქეისი
https://www.amazon.com/gp/product/B00063X7K...0?ie=UTF8&psc=1მოხმარების ინსტრუქცია
https://www.youtube.com/watch?v=g4eJMtdpD94ქლეიბარით დამუშავების შემდგომ ვიღებთ მშრალ სუფთა ზედაპირს რომელიც მზადაა შემდგომი ეტაპისთვის.
3. ეტაპი - კუზაოს აღმდგენი და დამცავი პოლირების ეტაპი (ყველაზე საპასუხისმგებლო და საფრთხილო)
3.1 მთავარია გამოვიყენოთ ხარისხიანი კრემები და ხელსაწყოები. თუ ყველაფერს ინსტრუქციის შესაბამისად გავაკეთებთ ყველაფერი კარგად იქნება. პოლირების დაწყებამდე უნდა შევაფასოთ ჩვენი ავტომობილის საღებავის მდგომარეობა : ნაკაწრები, ჰოლოგრამები, არაპრიალა ზედაპირი.
ამ ეტაპის განსახორციელებლად დაგვჭირდება როტატიული პოლირების აპარატი ონლაინ გამოწერისას გაითვალისწინეთ ძაბვის თავსებადობა ქვეყანასთან (ევროპულები 110 ვოლტიანებია) : შესაძლებელია ბიუჯეტური და ნორმალური აპარატის შერჩევა ინტერნეტ სივრცეში. (180-150$ ის ფარგლებში)
ერთერთი საუკეთესო პოლირების აპარატი :
https://www.amazon.com/Rupes-LHR15II-US-STD...rbital+polisherმთავარი ფაქტორი - წაიკითხეთ ყურადღებით !!!: კრემები რითაც ვაკეთებთ პოლირებას არის აბრაზიული ანუ შეიცავს უწმინდეს ზუმფარისებულ ნამცეცებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ზედაპირზე დატანის შემთხვევაში ვიმოქმედოთ ზუსტი ინსტრუქციით. კრემს ვუსმევთ პოლირების აპარატის ღრუბელს და „ვტენით“ მას, ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება ამ რაოდენობით კრემის ღრუბელზე წასმა. დავიტანთ მხოლოდ 4 ტოჩკას და ვანაწილებთ ზედაპირზე. ზედაპირი დაყავით დაახლოებით 45-30 სმ კუბიკებად და თანმიმდევრობით დაამუშავეთ. აპარატი უნდა ამოძრაოთ ჰორიზონტალური მიმართულებით. ეცადოთ რომ გადაფაროთ დასამუშავებელი ზედაპირი პოლირების ღრუბლის 1/3 დით ყოველ ახალ დასამუშავებელ ზედაპირზე გადაადგილებისას. რათა არ შეემჩნეს "გადაბმები" . არ წაუსვათ კრემი მთლიან ნაწილს მაგალითად კაპოტს ან კრილოს . თავიდან ცადეთ შეუმჩნეველ ადგილზე მაგალითად უკანა კრილოს ნაწილზე , ან თუ საშუალება გაქვს გამოუდეგარ დაშლილ ნაწილზე. პოლირების პროცესი განახორციელეთ გარაჟში ან წყნარ უმზეო ამინდში. გრილ ზედაპირზე. აპარატს თავიდან რთავთ დაბალ სიჩქარეზე და შემდეგ უმატებთ 600 ბრუნამდე. არ დააწვეთ აპარატს მთელი ძალით, ეცადეთ რომ აპარატმა თავისუფლად იბრუნოს და ისრიალოს ზედაპირზე. შესაძლებელია აპარატი აძიგძიგდეს ერთ პოზიციაზე და ვერ შევნიშნოთ ტრიალებს თუა არა, ამის გასაკონტროლებლად თეფშზე სადაც ღრუბელი მაგრდება ადებენ მარკერით ნიშანს, რაც თვალსაჩინოს ხდის აპარატი აკეთებს თუ არა სრულ ბრუნებს. აქ მთავარია რომ კრემი მაღალი ბრუნის ხარჯზე მთლიანად გადნეს და შეეზილოს ზედაპირს წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ჰოლოგრამებს (მიკრო ნაკაწრებს) , რასაც დატოვებს აბრაზიული კრემი ზედაპირზე, ამიტომ არაა სასურველი ამ პროცედურის ხელით შესრულება .
3.1.1 ეტაპი როცა საღებავის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია- ყველაზე უსაფრთხო პოლირება.
შესაძლებელია ხელით დამუშავებაც თუმცა აქაც სასურველია გვქონდეს როტატიული ბრუნვის პოლირების აპარატი ჰოლოგრამების თავიდან ასაცილებლად.
როდესაც საღებავი დამაკმაყოფილებელია ვიყებენთ ნაკლებაბრაზიულ კრემებს . პოლირება თავისთავად მოიცავს 2 ეტაპს. საღებავის „ჭრა“ აბრაზიული კრემის საშუალებით (თუმცა ლაქი ეცლება თითქმის უმნიშვნელოდ ამიტომ ეს პროცედურა აახალგაზრდავებს ავტოს და არა აზიანებს) . და ბოლოს საფინალო პოლირება როდესაც ვაქრობთ პოლირების პროცესში მცირე წარმოქმნილ ჰოლოგრამებს.
განვიხილოთ ერთერთი წამყვანი ბრენდის მეგუაიერის ხაზი. ამ ეტაპისთვის გირჩევთ შემდეგ კრემებს . ამ კრემების გამოყებების შემთხვევაში ფაქტიურად შეუძლებელია დააზიანოთ ზედაპირი.
პოლირების 1 ეტაპი - „ჭრა“:
https://www.amazon.com/Meguiars-D30016-Micr...0_&dpSrc=detailპოლირების 2 ეტაპი - საფინალო პოლირება . ამ ეტაპზე მთლიანს ქრება ჰოლოგრამები და მიკრო ნაკაწრები და ვღებულობთ იდეალურად პრიალა ზედაპირს.
გამოსაყენებელი კრემები:
https://www.amazon.com/gp/product/B00H5DOIC...0?ie=UTF8&psc=1ან
https://www.amazon.com/gp/product/B003LMJP4...0?ie=UTF8&psc=1თანმიმრევლური ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=7mIsDJbmn_Q3.1.2 პროფესიული ხაზი. პრინციპი იგივეა. კრემები
„ჭრა“ -
https://www.amazon.com/gp/product/B003LMGDH...0?ie=UTF8&psc=1საფინალო პოლირება -
https://www.amazon.com/gp/product/B003LMJP4...0?ie=UTF8&psc=1ჭრისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კრემები. ჩვენს მიერ მოძიებული და რევიუების შესაბამისად დადებითი შეფასების მქონე :
https://www.amazon.com/gp/product/B0081KXJO...0?ie=UTF8&psc=1https://www.amazon.com/gp/product/B0002UNON...0?ie=UTF8&psc=1უჰუ, მგონი დავამთავრეთ პოლირების პროცესი
4. ეტაპი - ცვილის დატანა
მას შემდეგ რაც პოლირება გაკეთებულია ავტომობილის ზედაპირი უნდა დავფაროთ ცვილით. რათა დავიცვათ ჩვენი მიღებული შედეგი , ასევე საღებავი მავნე ზემოქმედებებისგან როგორიცაა მზე, ყინვა, ქარი და სხვა . ცვილით დაფარული ავტომობილი შეინახება ახალივით ძალიან დიდხანს და გაგაოცებთ თქვენც და სხვა მნახველებსაც შესახედაობით. რაც მთავარია სასიამოვნო აურა გადმოვა თქვენზე და დადებითი ენერგიით დაიმუხტებით

. ცვილები არის ბუნებრივი და სინთეთიკური. ბუნებრივი გვაძლევს უფრო მეტად პრიალა ზედაპირს სამაგიეროდ გამძლეობა შედარებით ნაკლები აქვს ვიდრე სინთეთიკურს.
21-ე საუკუნეში გვაქვს ცვილების საუკეთესო სერია (სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი) . საკუთარი თეორიული ანალიზის შემდგომ მივედი დასკვნამდე და გამოვყავი სამი ბრენდი მეგუაიერი, გრიოს გარაჟი და ქოლინაითი.
ლინქები:
https://www.amazon.com/gp/product/B00YJZ5J1...0?ie=UTF8&psc=1https://www.amazon.com/gp/product/B000JK6IN...0?ie=UTF8&psc=1https://www.amazon.com/gp/product/B004HCS4P...0?ie=UTF8&psc=1https://www.amazon.com/gp/product/B01IEJ0BM...0?ie=UTF8&psc=1ცვილის დატანა ზედაპიზე საკმაოდ მარტივია და ასევე შრომატევადი პროცესი, მაგრამ საქმეს მიუდექით სიყვარულით და დროც უცებ გავა

. წაიკითხეთ ინსტრუქცია , ყველა ცვილს ზედაპიზე დატანის თავისი მეთოდი აქვს . ცვილი შეგიძლიათ დაიტანოთ ზედაპირზე ხელით ან მანქანით მცირე ნაწილებად და თანმიმდევრობით გრილ ზედაპიზე და ღრუბლიან წყნარ ამინდში.
ინსტრუქცია ცვილის დატანა ზედაპირზე და დამუშავება :
https://www.youtube.com/watch?v=zFH1qt4_cVMhttps://www.youtube.com/watch?v=tlIWqyT2A3Mhttps://www.youtube.com/watch?v=ISoFyl_ss2k10 ყველაზე საუკეთესო ცვილი 2018 წლისთვის - ვიდეო პრეზენტაცია (მათ შორის ცვილი მილიონერთათვის

)
https://www.youtube.com/watch?v=pvLHkrA4nI8http://most-expensive.com/car-wax5 ეტაპი - ცვილის დაცვა- maintaining (შენარჩუნება) .
როგორც მეგუიარის ვიდეოკოლაჟი გვარწმუნებს მე-5 საფინალო ეტაპი არის maintaining (შენარჩუნება). ცვილის დატანის და დამუშავებსის შემდგომ ამიტომ ამხელა შრომის გაწევის შემდგომ არ დაგავიწყდეთ ავტომობილს მიასხათ ეს

:
https://www.amazon.com/gp/product/B000RXNLK...0?ie=UTF8&psc=1ეს ყველაფერის ვიდეოკოლაჟით 3 წუთა და 12 წამში.
https://www.youtube.com/watch?v=c6B7V1bBq98&t=91sპ.ს. ამ ეტაპების გავლის შემდგომ რაც მოიცავს ერთ მთლიან პროცედურას ავტომობილი ყოველი მე-2 ან მე-3 რეცხვის შემდგომ სასურველია დაამუშვოთ სწრაფი ცვილით , რაც ადვილი პროცედურაა სამაგიეროდ გააძლიერებს თქვენი ავტოს დაცვას.
როგორ ჩავტიოთ დამცავი პროცედურა არაუმეტეს 15 წუთში :
https://www.youtube.com/watch?v=n-syY1Mfj58მაშ ასე, თქვენი „ტაჩკა“ მზადაა ერთგულად გემსახუროთ დიდი ხნის განმავლობაში. მწვანეზე სიარულს გისურვებთ პრიალა ავტოთი <3