Maiko Shamugiaმოკლედ, ვაზის ფოთლებისგან რომ ლაქები დააჩნდა, ეგ კი გითხარით...ამიტომ, ერთადერთი გზა აღმოჩნდა აპარატის გამოყენება
სრული პროცესი ასე გამოიყურებოდა:
1. სონაქსის დისკების საწმენდით გავრეცხე დისკები
2. უკონტაქტო რეცხვა გრასის შამპუნით (Active Foam Gel)
3. ხელით რეცხვა გრასის ნანო შამპუნით და თბილი წყლით
4. ზედაპირის დაბინძურების და ჰოლოგრამების რაოდენობის მიხედვით გამოვიყენე 4 სხვადასხვა პოლირების მაზი...ყველაზე დაზიანებულ მონაკვეთებზე Meguiars Ultimate Compound, საშუალო დაზიანებისაზე Meguiars 205, საშუალოზე ნაკლებზე HD Speed Polish და ყველაზე ლაითზე P21 S Paint Cleanser (ეს უკანასკნელი მხოლოდ ხელით გამოყენებისთვისაა)...რაც შეეხება HD Speed Polish არის პოლიროლიც და სილენთის ეფექტიც აქვს, ანუ ე.წ. ორი ერთში პროდუქტია...ბევრად უფრო კომფორტულია ამით მუშაობა, ვიდრე მეგუიარის ზემოთჩამოთვლილებით....
5. ვაქსი - ჩემთვის ნომერ პირველი ვაქსი გამოყენების სიმარტივით და გამძლეობით-Collinite Insulator Wax--ეს წავუსვი პირველ პირად
6. ვაქსის მეორე პირი - P21S Concourse Wax - ეს მეორე პირი და 48 საათში კიდევ ერთ პირს წავუსვამ ამ ვაქსს...
7. შიგადაშიგ ვიყნებედი სპრეი დიტეილერებს, რადგან მანამ მე ერთ ნაწილს მოვრჩებოდი, მეორე მტვრიანდებოდა და მაგეებით ვასუფთავებდი, რომ მტვრიან ზედაპირზე არ მემუშავა
8. რაც შეეხება VRP-ის, მე ვიყენებ საბურავების გასაშავებლად და კმაყოფილი ვარ...ძაან არ აპრიალებს საბურავს და არც მატოვი არ არის, სადღაც შუაშია...რაც მთავარია, ძალიან ეკონომურია
პ.ს. მინები არ გამიწმენდია...ისე მაქვს აბროს მინის საწმენდი და ურიგო არ არის...თუმცა, აქებენ მეგუიარის მინის საწმენდს და გამოვიწერ ალბათ მაგას
პ.პ.ს ამ ყველაფერში დამჭირდა დაახლოებით7 საათი
პ.პ.პ.ს ესეც კიდევ ერთი ფოტო