200 ლარიანი მომაჩეჩეს
დავარღვიე ნამდვილად, მაგრამ ჯარიმის ქვითარზე წერია მოძრაობის შეფერხება ან საავარიო სიტუაციის შექმნაო.
მე რა გავაფუჭე ახლა დავწერ

შუქნიშანზე გავიარე წითელზე.
რამდენიმე მანქანა იდგა და ავუარე გვერდი საწინააღმდეგო გზაზე გადასვლით და ეგ იყო სულ.
ზებრა გადავკვეთე წითელზე და ამის გასაკეთებლად მომიწია უწყვეტი ხაზის გადაკვეთაც.
დარღვევაზე წერია ა.ს.კ. 125-9-2
სადაც წერია
9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მე-6 და მე8 პუნქტებში წერია:
6. მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
6 -1. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
6-2 . გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
6- 3. სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა −
გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით
აი მერვე პუნქტი საერთოდ რა შუაშია, დგომა კი არა გიჟივით გავირბინე

ნუ ასე 50-ით მაინც.
მეჩქარებოდა თორე ნელა გავიდოდი უფრო და ფრთხილად.
* * *
გასაჩივრება მინდა და სად უნდა მივიდე?
იმერეთში ვარ.
ზესტაფონში.