მომავალი წლიდან გამონაბოლქვის ევროსტანდარტით შემოწმებისას ძველი მანქანები ბევრი დაიბრაკება და ელექტრო ძრავის დაყენება დარჩება ერთადერთი გამოსავალი, თუ მოხერხდება მინიმალური დანახარჯებით ამის მიღწევა.
კატალიზატორის დაყენება თუ შიგა წვის ძრავის შეცვლა ელექტრო ძრავით?
რამდენადაა შესაძლებელი ჩვენთან ავტომობილებში შიგა წვის ძრავის შეცვლა ელექტრო ძრავით. თუ დაგუგლავთ, ნახავთ რომ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობენ კერძო ფირმები, რომლებიც ძველი ავტომობილების მფლობელებს სთავაზობენ შიგა წვის ძრავის შეცვლას ელექტრო ძრავით. მაგალითად, კალიფორნიის ფირმა Electric Motor Werks, რომელიც ახდენს BMW–ს შიგა წვის ძრავის ავტომობილების გადაკეთებას ელექტრომობილებად.
http://autotesla.com/kak-prevratit-trojku-...v-elektromobil/ამასთან ავტომობილების მწარმოებელ ქარხნებშიც ახალ ელექტრომობილებს უშვებენ ან აპირებენ გამოშვებას უკვე გაყიდვაში არსებული შიგა წვის ძრავიანი მოდელების ბაზაზე. მაგალითად, Opel –ი გეგმავს კომპაქტური შიგა წვის ძრავიანი ავტომობილ Opel Karl –ის ბაზაზე გამოუშვას ელექტრომობილიც.
თვითონ Opel Karl აგებულია General Motors –ის პლატფორმაზე Chevrolet Spark (მეორე სახელი აქვს Daewoo Matiz) –თან ერთად და მასაც აქვს თავისი ელექტრო ვერსია Chevrolet Spark EV.
Daewoo Matiz–ის პლატფორმაზეა აგებული აგრეთვე Suzuki Splash, რომელიც ცნობილია ასევე Opel Agila –ს სახელით.
შვედური კონცერნი Volvo გეგმავს გამოუშვას ელექტრომობილები C30 S60 XC60–ის ბაზაზე, ამსთან თვლის, რომ ბოლო ორის პლატფორმაზე შექმნილი
ელექტრომობილები იქნებიან Tesla Model S და Tesla Model X–ის კონკურენტები.
Honda Fit–ის ბაზაზეა აგებული ელექტრომობილი Honda Fit EV
Mitsubishi i-ის ბაზაზეა აგებული ელექტრომობილი Mitsubishi i-MiEV
Fiat 500–ის ბაზაზეა აგებული ელექტრომობილი Fiat 500e
ვინ რას ფიქრობს ამის შესახებ.