საღამო მშვიდობისა ავტომოყვარულებო!!!!
ზედა პოსტებიდან გამომდინარე ჯანიანად და მადიანად გრძნობთ თავს
ნამდვილად არ მინდა ჩემი მწუხარება მოგახვიოთ თავს...
წუხანდელი -5 გრადუსიანი ყინვის შედეგად გარდაიცვალა ბებია ელპიტე
ელპიტე კი არა და ჩემი მანქანის აკუმულატორი, რომელმაც დილით მოვალეობის
შესრულებაზე შეუვალი სახით ჯიუტად განაცხადა მტკიცე უარი.
მე უფრო ჯიუტად, უფრო შეუვალი სახით ვტენე სატენი და ... სამსახურშიც დროულად მივედი...
ისე კი იქნება ბებია ელპიტეს წლოვანების. 4 წელი იმუშავა ჩემს ხელში. ფრიცის, ჰანსის, კურტის,
ჰენრიხის მიერ ჩადგმული მანქანაში რომელ წელს იყო ხზ....
რაც შეეხება საბურავებს: არც ელიავაზე და არც კაიროზე არ ვყოფილვარ.
მშვენიერი საბურავები შევიძინე სადღაც ვაჟასკენ. ზუსტი მისამართი არ ვიცი.
საბურავების გამყიდველი მთხოვს: მაიტა მამაცილე, წიღე როდემდე უნდა მეწყოს
სითბოში გაზქურასთანო
///M Power