ვააშაააა.
დღეს პრაქტიკული გამოცდაც ჩავაბარე.... ძაან მაგარი შეგრძნებაა , თითქოს სოხუმი აიღეო კაცმა
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
დილით 7 ზე ავდექი და ჩავედი თბილისში, იქედან კი გორში. გორის მარშუტკაში ჩადომამდე გადავწყვიტე აფთიაქში რამე დამამშვიდებელი მეყიდა,, იმ ქალმა ყველაზე ეფექტური ესააო და ნერვიც არ აგიტოკდება ფეხის კანკალი და ნერვიულობაც მოგეხნებაო... კაი მომე მეთქი 40 თეთრი გადავუხადე 1აბი მომცა და დამარიგა გამოცდაზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე დალიეო.. კაი მეთქი დავემშვიდობე და მოვახტი მარშუტკას... მთელი გზა მუსიკებს ვუსმენდი კარგ განწყობას ვიქმნიდი და თან საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ დღეს ჩავაბარებდი და სულ არ მაინტერესებდა 13 რიცხვი რომ იყო

თბილისიდან
მცხეთამდე ცუდი ამინდი იყო და ცოტა არიყოს მგრუზავდა... გავცდით საკმაოდ მცხეთას და ნელ ნელა გამოდიოდა ამინდიც, გორში რომ შევედი 10 საათი იქნებოდა და სასწაული მზე დამხვდა, ხალისი მომემატა.
ჩემამდე ათი კაცი იყო რიგში... ეს დრო კარგად გამოვიყენე, ბათინკები გავიხადე და კეტები ჩავიცვი, სვიტრიც გავიხადე და მხოლოდ მაიკა მეცვა თხელ კურტკაზე, ზედმეტობები გავიხადე და ჩიტივით ვიგრძენი თავი მსუბუქად (ამან გაამართლა შემდგომ)
შემდეგ შევედი და დავჯექი მოსაცდელში , წყალი ვიყიდე და ის დამამშვიდებელი ვხუხე

გავიდა 20 წუთი და 101% მშვიდად ვიყავი, მაშინ როცა სხვები ტოკავდნენ და უაზრო ბოლთებს სცემდნენ... მე კი თავს ვარწმუნებდი ჩავაბარებთქო, მობილიზაცია და თვითრწმენა მომემატა, და რაც ყველაზე მთავარია შინაგანი სიმშვიდე...
ცოცხალი რიგი იყო და ბოლოს შემდეგ მოვიდა ჩემი დროც... კეტებით მაიკით და თხელი კურტკით აუღელვებლად ჩავჯექი.... ის ტყავის კურტკაც გავიხადე და უკან "სიდენიაზე" მივაგდე
ვგრძნობ მზად ვარ და ველოდები გამომცდელს როდის შეიყვანს აიდის მონაცემებს. ვსო შეიყვანა და წავედითო, კაი მეთქი biggrin.gif
საკაიფოდ მოვირგე სკამი (ეს ძაან მნიშვნელოვანია) შემდეგ რემენი, დავუშვი რუჩნოი ავუშვი ტორმუზ და ცეპლენიას ნეელ ნელა, ვიმეორებ ნეეეელ ნელა. (ჩემზე წინ მყოფნი იმის გამო ჩაიჭრნენ რომ ჩაუქვრათ, ჩაქრობას კიდე ცეპლენიაზე სწრაფი აშვება იწვევს)
კეტები მეცვა და ისეალურად ვგრძნობდი მოდების წერტილს....
კუს ნაბიჯებივით გავიარე ზიგზაგი, შემდეგ პარკირება, რვიანიც ადვილი იყო, ყველაზე მეტად გარაჟი გამიადვილდა, ისე ჩავაყენე რო სახაზავით რო გადაგეთვალა ზუსტი გამოვიდოდა მანძილი აქეთ იქედან

ზუსტად ჩაყენებაში კი რაღათქმაუნდა სარკეები დამეხმარა, განსაკუთრებით მარჯვენა, (შოფრის მხარეს)
მოვიდა აღმართის დროც, გაზს 30-40 ვხიე მოკლებას მორჩენა ჯობდესთქო და ავირბინე უცებ , ბოლო დავალებაზე ჩიხში რომ უნდა მონეტრიალებინა მანქანა, უკვე ვზეიმობდი გულში, ვინაიდან ჩიხი ყველაზე მარტივია (ზიგზაგთან ერთად) მოვატრიალე მანქანა გამოვედი ჩიხიდან და კომპიუტერმა ჩემთვის ესოდენ სასურველი ფრაზა "თქვენ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა" წამოიძახა....

შემდე გვერძე მჯდომის მიერ მითითებულ ადგილას გავაჩერე, რუჩნოი ამოვუწიე და ჩავაქრე მანქანა...
ბოლოს ხელი ჩამოვართვი გახარებულმა

არავინ მყავდა წაყვანილი, სპეციალურად არავინ წავიყოლე, ეგეც დამატებითი სანერვიულოა , ვაი ჩემიანი მიყურებს და ასე ისე....
ბოლოს მოსაცდელში შევედი და ყველას წარმატება ვუსურვე და ვურჩიე არ ენერვიულათ, მოშვებულიყვნენ და ეფიქრათ იმაზე რომ აუცილებლად ჩააბარებდნენ... მათაც მომილოცეს და წამოვედი.
This post has been edited by Sonix on 14 Mar 2018, 13:27