გუშინ ჩავაბარე პრაქტიკული გამოცდა მეორე ცდაზე
პირველზე აღმართზე ჩავიჭერი
ისეთი რაღაც გავაკეთე არამგონია ვინმეს მასე შეშლოდა, ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია
აღმართამდე უშეცდომოდ მივედი და 15 ქულა ჩამომაკლო მგონი სტოპ ხაზს ცოტა გადავცდი, მეთქი ამ 15 ქულის დედაც ვატირე უკვე ჩაბარებულიათქო და მანდ დამერხა
თურმე ზადნიში ჩამიგდია აღმართზე და რო დავწიე რუჩნიკი გავარდა მანქანა უკან

მთელი დღე ვფიქრობდი ეგ როგორ მოვახერხე მაგრამ ვერ მივხვდი

გუშინ მინიმუმ მგონი სამჯერ ჩავაგდე პირველში

პარალელურ პარკირებაში მაინც გავიჩალიჩე -15 ქულა. 3 თუ 4 ადგილია პარალელურზე და პირველივეზე გავჩერდი , ძაან დაბალი ჯოხები ქონდა და ვერ ვხედავდი , მეთქი წინას გავაკეთებთქო და წავედი მეორესკენ და მოძრაობის ტრაექტორიის დარღვევისთვის ჯარიმა 15 ქულაო