Shark1995ხოდა ეგ ცუდია
მეც რომ ჩავიჭერი აღარაფრის მუღამი აღარ მქონდა, მაგრამ ხელი არ ჩავიქნიე...
გამოცდაზე რომ მივედი, ყურსასმენები გავიკეთე მოსაცდელში რომ არავისი საუბარი არ მომესმინა..
ისეთი თავდაჯერებული დავჯექი, ერთი ქულაც არ დამკლებია.. ფსიქოლოგიურად ავიყვანე თავი ხელში..
ბოლოს რომ მითხრა ავტომოპასუხემ: ,, გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ გამოცდაო'', აი მაშინ ვეღარ მოვითმინე და კივილი დავიწყე

,,ჩავაბარე?? მართლა ჩავაბარე?? ჯერ რუჩნოი რომ არ ამომიწევია?'' და მსგავსი კითხვები ))) თანმხლები პოლიციელი მიხვდა რომ კარგად ვერ ვიყავი და დამამშვიდა: ,,ეხლა წყნარად გააჩერე და რუჩნოიც ამოწიე, თორემ ჩაგჭრიანო''
მანქანიდან რომ გადმოვედი ამაყად გავხედე ათობით მზერას, ჩემს პრავას რომ შენატროდნენ