მე მყავს და პლიუსებს ჩამოვწერ
უცხო მანქანაა, ყურადღებას იქცევს. ჩემ გემოვნებაში იდეალურად ზის
პატრულმა 2ჯერ მარტო იმის გამო გამაჩერა რომ ეკითხა რა ღირს რამდენს წვავს და როგორ მოგწონსო
სპორტული თუ არა მოსპორტო მაინცაა
8.4-ში აქ 0-100, ნუ გადასარევი არაფერი მარა მაინც საკმაოდ კარგი აჩქარებაა მითუმეტეს 1,5-ისთვის, ბევრ 2.0-2,5 მანქანას ჩახდის
ეკონომიურია, ქალაქში სადღაც 6.5-7 მიწვავს საცობებში კონდიციონერით, ტრასაზე 5-5.5
ეს ნორმალური სიარულით, ეკო რეჟიმით ტრასაზე 4.4-იც მქონია წვა და ქალაქში 6 მარა ვერ ვკაიფობ ეკოზე ვერანაირად, დაიზლაზნება მანქანა
საჭე აქვს ძალიან მაგარი, სიამოვნებაა რომ მართავ, სხვა მანქანაზე რომ მიწევს ჯდომა და ამაზე ვბრუნდები ვისვენებ
კომპაქტურია პარკინგისთვის სადაც გინდა შეაყენებ
ჰონდაა და არაფერი მოსდის, სახელოსნოებში არ დარბიხარ. ზეთის შეცვლის გარდა არაფერი გამიკეთებია რაც მყავს 1 წელია
მოკლედ 1-2 კაცისთვის იდეალური ვარიანტია, უკან ბალიში და საზურგე მიდევს და თუ რამეა მესამე ნორმალური ზომის ადამიანიც ეტევა ასე თუ ისე
* * *
ჰო კიდე, ზუსტად მასეთი მექანიკა მინდოდა მე თავის დროზე და ვერ ვნახე, წითელი მაგრად უხდება, პროსტა მარჯვენა საჭეს ვერ ვუმუღამებ თორე სიამოვნებით გადავუცვლიდი თეთრ ვარიატორიანს