Barcamania5მემგონი მართლა ეგრეა
ანუ ეხლა სხვა სტანდარტია შემსუბუქებული და 2020 იდან კატალიზატორებს მოსთხოვენ ყველა კატალიზატორიან მანქანას. გამონაბოლქვსაც სხვა სტანდარტს დაუქბემდებარებენ
უბრალოდ ამათი სტანდარტი რამდენია ეგააა სანახავი ანუ რომელ ევროს შეესაბამება
რაც მე ვნახე არაფერს შეესაბამება. როგორც სჩანს ცეოს ზომაცენ მარტო - და ნოქსი კიდიათ. არც ნაწილაკები აინტერესებთ. ნაწილაკები მარტო დიზელებზეა და რაში იზომება მე ვერ მივხვდი.
ესეც ამონაწერი:
დ.ა.გ) ნახშირჟანგის (CO) შემცველობის კონტროლი გამონაბოლქვ აირებში. ძრავას უქმი
სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს CO-ს მაქსიმალური დასაშვები შემცველობა გამონაბოლქვ
აირებში არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული
ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი:
– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია
ექსპლუატაციაში 1986 წლის 1 ოქტომბრამდე – 4,5 %-ს;
– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია
ექსპლუატაციაში 1986 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ – 3.5 %-ს.
დ.ბ.გ) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლის სისტემის ეფექტურობის
განსაზღვრა გამონაბოლქვში ლამბდას( )სიდიდისა და CO-ს შემცველობის გაზომვით, რაც უნდა
შეესაბამებოდეს მწარმოებლის მიერ დამტკიცებულ პროცედურებს და შესაბამის ტიპზე
მოთხოვნებს. ძრავას უქმი სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს გამონაბოლქვ აირებში CO-ს
მაქსიმალური დასაშვები შემცველობა ძრავას უქმ სვლაზე არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო
საშუალების მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება
ხელმისაწვდომი:
დ.ბ.გ.ა) ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს,
დ.ბ.გ.ბ) ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ.) – 0.3%, ან
დ.ბ.გ.გ) ძრავას უქმ სვლაზე – 0.3%-ს,
დ.ბ.გ.დ) ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნვით – 0.2 %-ს (სატრანსპორტო საშუალების
ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას დადგენილ მოთხოვნებში მითითებული პირველი
რეგისტრაციისა ან გამოყენების თარიღის შესაბამისად)
ე) გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით დიზელის ძრავებით აღჭურვილ სატრანსპორტო
საშუალებებზე სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას დადგენილ
მოთხოვნებში მითითებული თარიღის შემდეგ პირველად რეგისტრირებული ან ექსპლუატაციაში
შეყვანილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კვამლიანობა არ უნდა აღემატებოდეს
მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს, ან, თუ ეს ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, ან
მოთხოვნები არ იძლევა სტანდარტული სიდიდეების გამოყენების შესაძლებლობას, შთანთქმის
კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს:
- ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1,
- დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1,
19
ან, ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას დადგენილ მოთხოვნებში განსაზღვრული
სატრანსპორტო საშუალებისათვის, ან ამ მოთხოვნებში მითითებული თარიღის შემდეგ
პირველად რეგისტრირებული ან ექსპლუატაციაში შეყვანილი სატრანსპორტო საშუალებისათვის,
– 1,5 m-1;
This post has been edited by kataxxl on 13 Jan 2019, 16:13