touchგაგიმარჯოს,
დალიფტვაზე , საბურავებზე და აბს-ზე არანაირი პრობლემა არ არის , მთავარია სამუხრუჭო ძალა და სხვაობა თვლებს შორის იყოს ნორმებში , რაც შეეხება ბამპერს , რომელიც სავარაუდოთ "სილავოი"-ა ) ეს საკითხი ამ ეტაპზე არ არის განმარტებული ტექ რეგლამენტში და არ მგონია რომელიმე ცენტრმა დაბრაკოს მსგავსი ავტომობილი თუმცა ერთის მხრივ კონსტრუქციაში ჩარევადაც შეიძლება ჩაითვალოს, მეორეს მხრიც ავტოსაგზაო შემთხვევისას ქვეითისთვის და სხვა ავტომობილისთვისაც უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მომავალში რა ცვლილებები შევა არავინ არ ვიცით.
გამონაბოლქვი მოწმდება თავისთავად და იმ ავტომობილებს რომლებსაც უნდა ქონოდა კატალიზატორი და ამოღებული აქვს ტარდება როგორც უკატალიზატორო შესაბამისი ნორმებით, ეს საკითხიც საით წავა ჯერ ჩემთვის ცნობილი არ არის. ასეთი ავტომობილი სადღაც 1/3 -ია ავტოპარკის . მინიმუმ 2019-ში კატალიზატორის ჩაყენება სავალდებულო არ გახდება რადგან გარდამავალი პერიოდია მაინც.
3000 კუბური სანტიმეტრის მქონე და ზემოთ ძრავიანი მანქანების პერიოდულობას რაც შეეხება მანდაც იგივე წესია როგორც იანვრიდან სხვა დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებზე , კერძოდ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით , თუ დეკემბერში გყავს გაფორმებული ან თებერვალში პირობითად მაშინ დეკემბრამდე ან თებერვლამდე ვერ მოგთხოვს ვერავინ და ასე შემდეგ.
თუ რამეზე გამომრჩა პასუხი აქ ვარ
* * *
აგრეთვე მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ დავამატო რაც შეიძლება ბევრმა არ იცის , კერძოდ საჭის გადატანაზე და ძრავის შეცვლაზე გამკაცრებულია კონტროლი კერძოდ:
1. თუ ავტომობილმა ერთხელ გაიარა ტექ დათვალიერება და შემდგომ დაფიქსირდა რომ გადატანილია საჭე , ჩათვალეთ რო მანქანა გაგიჩერდებათ. აგრეთვე განბაჟების/გაფორმების დროს სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს ცნობა ქარხნულად საჭის მდებარეობაზე.
2. თუ ძრავი შეცვალეთ ესაჭიროება დაკანონება , დადგენა შეესაბამება თუ არა ჩადებული ძრავი კონსტუქციულ პარამეტრებს.
ეს ყველაფერი უკვე აქტუალურია და მასიურად გაჟღერებული არ არის.