კი ბატონო, მეც , დღეს.
მომეშვა, საფიქრალი გაქრა და კაია

ჰოდა აქვე მინდა დავწერო... ცოტას აბუქებთ მგონი ხალხო.
ამ თემის გადაკითხვის გამო მთელი კვირაა ვნერვიულობ და იქ რომ მივედი კინაღამ კანკალი დავიწყე.
გზაში 3ჯერ გავჩერდი და სამივეჯერე შევამოწმე თავიდან უკვე ბევრჯერ შემოწმებული მანქანა.
იმაზეც კი ვიფიქრე შიგნიდან, ზემოდან, ქვემოდან ხომ არ გავრეცხო -თქო და ათასი სისულელე.
ბოლო ბოლო ამ სიგრილეში (აღარ ცივა

) კონდიციონერ ჩართული მივდიოდი რომ დავრწმუნებულიყავი
ნაღდად მუშაობს თუ არა....
არ შეიძლება მასე ხალხის დაპანიკება , ისეთი რაღაცეები წერია თემაში შეიძლება გადაირიო

ამ დროს კაპოტიც არ აუხდიათ.
ფარები გავასწორე - საბურთალოს ხიდზე გალფის გვერდზე
დანარჩენი გარე-შიდა განათებები რაც დასაცვლელ-შესაცვლელი იყო მეთვითონ დავცვალე.
დავრწმუნდი რომ საწმენდები წყალს ასხამს.
საწყობში ავიღე საბურავები + ბალანსირება, სანამ აკეტებდნენ შევათვალიერე ხუნდები და აპორნები.
და რაზვალი გავასწორე - თუ რომელიმე ვტულკა ან გიტარა ან შარავოი ატრაკებს - რაზვალს არ გაასწორებდნენ.
სანამ რაზვალზე აწეული იყო, რამე სადმე ხომ არ წვეთავს დავათვალიერე ქვემოდან.
ტორმუზს ვაწვები - ატორმუზებს
ხელის ტორმუზს ვწევ - ატორმუზებს
შუშის წინა და უკანა საწმენდი მუშაობს.
ყველა შუშის ამწე-დამწე

მუშაობს.
მაგის დედაც ჯეკ, ამ ნიმიმალურ მოთხოვნებზე უარეს დღეში თუ გყავს მანქანა - მართლა უნდა გააჩერო რა

პ.ს. ერთადერთი რაც არ მომეწონა - ერთი ამოწმებდა თავისთვის, პატიოსნად.... ,ხოლო მეორე მესამე და მეოთხე ყოველ გამოვლაზე ეკითხებოდნენ
"ეს ნახე? ის ნახე? შუშა ადის? ფარი ანათებს?" , თითქოს მაგრად არ უნდოდათ ასე უპრობლემოდ რომ გაეტარებინათ.
მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, იქვე დგახარ და პროცესს უყურებ - რამეზე რომ ეკლიაოზნიკათ - მეც ძალიან, ძალიან ბევრს ვიკლიაოზნიკებდი პასუხად.
თუ არა და მარტივად - მანქანას არ დავძრავდი ადგილიდან.
როცა იცი, მანქანა წესრიგშია - ვერავინ ვერ გამოგეკიდება, მითუმეტეს მანქანის უცოდინარი.
This post has been edited by Link on 10 Mar 2019, 22:55