ეს მარქსისტულ-ბოლშევიკური მოწოდებები და პოსტები რომ იწერება აქ, მაგალითად ,,არაა აუცილებელი ყველას ყავდეს ავტომობილი, შემოიყვანეს(ნენ) ავტობუსებს და ივლით მშვიდად და ბედნიერად, მთლად ნეტარება ვისაც გინდათ კიდე, აგერ თბილისის მერი და მისი იდეებს მიყევით, იარეთ ველოსიპედებით და ელექტრომობილებით" და მსგავსი პოსტების ავტორების საპასუხოდ ვწერ ამას.. წინასწარ გავუცრუებ იმედს ისეთ მკითხველს, ვინც იფიქრებს რომ ზოგადად ამ რეფორმის წინააღმდეგი ვარ და არ მიმაჩნია საჭიროდ აღნიშნული საკითხის მოგვარება.. უარესსაც ვიტყვი, მიშიკომ რომ გააუქმა თავის დროზე ტექდათვალიერება პირადად არ ვეთანხმებოდი ამ საკითხის ასე მიშვებას ... აქ საუბარი იქნება პრობლემის შეფასებაზე, მისი აღმოფხვრის გზებზე და ... თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.
ისე, სანამ ვაი-უშველებელს ატეხდნენ და ააგორებდნენ ტალღას ,,არიქა დაგვწამლეს მოქალაქეებმა მთელი ელიტა თავისი მოუწესრიგებელი ტრანსპოტით და ვერ ხვდებიან, თავსაც იწამლავენო'' მაქამდე რატომ არ გაიხედეს წინ და არ დაგეგმეს თუნდაც განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე ? ყველას გისვავთ შეკითხვას ვინც ერკვევით, დარგის სპეციალისტებიდან დაწყებული, ენთუზიასტებით დამთავრებული,- გამომეხმაურეთ, გამოჩნდით ვინ ხართ- ვინც წარმატებულად თვლით ამ პრობლემის აღმოფხვრის ასეთ მიდგომას, ვინც ამბობთ რომ გადაივსო ქალაქიო და ეს არის მიზეზი რეფორმებისო.. მოდით და პროფესიული კუთხით და ცივი გონებით ვიმსჯელოთ, ხოლო აგერ ,,დამსწრე საზოგადოებამ ფორუმზე" გამოიტანოს დასკვნა და გაერკვეს პრობლემატიკაში.. პირველ განსასჯელ მარცვალს ჩავაგდებ ამ პოსტით, მაშ ასე:
1. ყველა საუბრობს რომ აღნიშნული რეფორმისთვის მთავრობამ დაუკვეთა შვეიცარიულ კომპანიას, რომელმაც შეიმუშავა ტექ. დათ. რეგლამენტი- ისმის კითხვა, რომელი კომპანიაა რატომ არ ამბობენ? რა კომპეტენცია გააჩნია აღნიშნულ სპეციალისტებს, დაასახელონ ამ კომპანიის მიერ განხორციელებული მსგავსი პროექტები სხვა ქვეყნებში, რომელმაც წარმატება მოუტანა დამკვეთს, ვინ გაანალიზა პრობლემა და ასე შემდეგ.. ვინმეს მოგეპოვებათ ეს ინფორმცია? სადმე არის დაანონსებული და ატვირთული დასკვნები ?
2. რატომ არ ჩატარდა ,,ბაზრის" (საქ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საშუალო სტატისტიკური მონაცემები ავტომფლობელების და ა.შ) ანალიზი სანამ მოთხოვნებს წაუყენებდნენ შემსრულებელ კომპანიას ? და თუ ჩატარდა ვინ ჩაატარა და რა მიმართულებები იქნა განხილული ? სადაა ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული ? თუ ქალაქის მერმა თავის ,,ფრენდებს" ფეისბუქზე გადაავლო თვალი და მაგის მიხედვით ჩამოწერა მოთხოვნები და აფრინა იმეილი შვეიცარიაში ? (შსს მიერ ორ სამ წელიწადში ერთხელ ჩატარებული სტატსიტიკური დაკვირვება რომ არის ატვირთული შსს ვებ გვერდზე, ეგ არ ახსენოთ, არ გამოდგება საყრდენ დოკუმენტად, თუმცა ჭკვიანი კაცი მაგ მწირი მოინაცემებითაც მიხვდებოდა პრობლემის გადასაჭრელად მთავრობის არჩეული მიდგომა რომ კრახით დასრულდებოდა)
3. ნებისმიერი დარგს თუ სფეროს ყავს თავისი ლიდერი, ზოგ სპეციალობაში ამას მენეჯერი ქვია, ზოგან პარლამენტის თავჯდომარე, ზოგან დირექტორი, ზოგან მეთაური, მინისტრი და ასე შემდეგ.. ამ თანამდებობებს აერთიანებს ერთი უმთავრესი შტრიხი, ნებისმიერი ლიდერი პირადი მაგალითით უნდა აძლევდეს მაგალითს თავის დაქვემდებარებულებს თუ მიმდევრებს.. ჩვენს შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ ითავა ქვეყნის მაშტაბით, მიღებული კანონებით ამ საკითხის ლიდერობა, და რაში გამოიხატა ეს ყველაფერი ? მხოლოდ ხმის მიცემის ,,პულტზე" პარლამენტში ,,კი " და ,,არა"-ს ღილაკების არ არევით ? თუ ბრტყელ-ბრტყელი მოწმოდებებით ნათელ მომავალზე, რასაც ეს რეფორმა მოგვიტანს? ქალაქის მერის ფეისბუქ-ლაივ ჩართვებით, აქ ოდესმე ელექტრომობილების და ველოსიპედების სადგომები გაკეთდებაო? დიდი პროფესიონალობა არ უნდა, ჭკვიანი მრჩეველები მაინც დაექირავებინათ, ვინც გაუწერდა ვადებს ისე რომ სინქრონში ყოფილიყო ყველაფერ, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოეწესრიგებინათ, შემოეყვანათ ის 1500 ავტობუსი (თუ რამდენიც დაადგინა ფრანგულმა კომპანიამ) რაც საჭირო არის ავტოპარკის სრულად ამოსაცვლელად მარშუტკიან ავტობუსიანად, ამოევსოთ ის ,,შავი ხვრელები" ქალაქში უამრავად რომ არის, მოეწესრიგებინათ მეტროპოლიტენი, თავზე რომ არ ენგრეოდეთ მოქალაქეებს, მიეცათ მაგალითი რომ მთავრობა ქმნის ყველა წინაპირობას რომ მოქალაქეებმაც აუბან მხარი და საზოგადოებას გაუადვილდეს ,,უმანქანობა" , ხალხს ქონდეს ალტერნატივა , ვისაც აუცილებეი საჭიროება არ აქვს, რომ არ იმოძრაონ კუთვნილი ავტომანქანებით და ბევრი თავისი ხელით გაყიდის და ,,მოიშორებს" ან გააჩერებს ბოლო-ბოლო კერძო ტრანსპორტს, აღარ ინერვიულებს ტექდათვალიერებაზე რადგან , აღმოაჩენს რომ საზ. ტრანსპორტითაც შესაძლებელია ბავშვის სკოლაში წაყვანა, ლექციებზე თუ სამსახურში დროულად მისვლა და ასე შემდეგ..და ამავდროულად არც მეოთხედ ცხოვრებას გაატარებს საცობში და კიდევ უარესი შესააბამისი მარშრუტის ტრანსპორტის მოლოდინში..
4. ,,ოღონდ მზაკვარი (არ იფიქროთ ანგელოზებად ვთვლიდე სითიპარკს) სითიპარკი მომაშორებინა თბილისიდან და გავანთავისუფლო მათი ტყვეობიდან ქალაქი, მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამო,, მემგონი გეცნობათ ცნობილი ციტატა .. გადავიხადეთ ფული და გავწყვიტეთ კონტრაქტი სითიპარკთან, გავუშვით ,,ვაი" და რა ? შევეყარეთ ,,ვუის" .. სად არის დაპირებული მრავალ დონიანი ავტოსადგომები? წელიწადზე მეტი გავიდა ერთი აშენებული რაიმე ავტოსადგომი ვინმემ ნახა? მაგრამ არა, ,,იმათი" ფუნჯიანი კაცი ჩაანაცვა ,,ჩვენმა" ფუნჯიანმა კაცმა.. ეგაა და ეგ
5. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ერთ ქვაბში ჩაყარეს რეგიონებში მცხოვრები ავტომფლობელები და მეგაპოლისში მცხოვრები ავტომფლობელები, არანაირი ავტოიმპორტზე შეზღუდვა, გაწერილი რამდენიმე წელიწადზე, რომ აღარ მოხდეს ვთქვათ ევრო 5 -ზე დაბალი რანგის ავტოიმპორტი, რაც გამოიწვევს იმას რომ რამდენიმე წელიწადში ავტომატურად ამოიცვლებოდა ძველი ავტომობილების დიდი ნაწილი.. არანაირი დიფერენცირება არათუ ქალაქის საცხოვრებელი რაიონების მიხედვით, სადაც მაგალითად გადატვირთულ ცენტრში აკრძალავდნენ იგივე ევრო 4-ის ქვემოთ ავტომანქანების გადაადგილებას, არამდე რეგიონების მიხედვითაც კი არ დაფიქრებულან მსგავსზე.. სადღაც ტყე-ღრეში გაშენებულ სოფელში, 1000 გლეხი რომ ცხოვრობს და სულ 50 ავტომობილი გადაადგილდება, იმ გლეხებმაც ევრო 4 და 5 მანქანებით უნდა იარონ ვენახში რომ ორი კილო ყურძენი მოიყვანონ და შუა ვაკელმაც თუ ვერელმა (არ მიწყინოთ ვაკელებმა და ვერელებმა შედარებისთვის

)იგივე პირობა უნდა შეასრულოს, რომელიც იმ გლეხის მთელი თვის შემოსავალს ერთ საღამოს ტოვებს კაფეში ?
6. ....სად არის ლოგიკა ამ რეფორმის აღმსრულებლების მოქმედებებში ვინ ახსნის ?
This post has been edited by Barcamania5 on 8 Apr 2019, 00:04