doxaburiBarcamania5n-i-c-kნოკლედ მეგობრებო
დაიწყე სარეცხი საშუალებით
ღვედი გამოვუშვი ბოლომდე და შპილკით გავაჩერე გამოშვებულ მდგომარეობაში
მერე 100 გრამი სარეცხი საშუალება თხევადი პერსილი თუ რაღაც
ეგ ჩავასხი 2 ლიტრიან პატარა ვედროში და გავაზავე, მერე ეს ღვედი მთლიანად ჩავალბე, გავაჩერე 20 წუთი და მერე გაშრობას კიდე 10 წუთი ველოდე
მარა ჩემი ფეხები არ უშველა.
წავედი ვიყიდე თხევადი სილიკონის სპრეი 6 ლარი და ღაღაც ღირს
ისევ ისე ბოლომდე გამოვუშვი ღვედი, ისევ შპილკა და მერე ორივე მხრიდან დავასხი ღვედს სპრეი. პახოდუ იმ ადგილებშიც მივასხი სადაც ღვედი იკეცება
გამყიდველმა არ ქნაო ესაო ისაო ტანსაცმელს დასვრისო და რაღაცეები
მეთქი ხო უნდა გაშრეს სველს კი არ ვიკეთებ მამაძალი

მოკლედ დავიკიდე რა იმის რჩევა
ნუ ვერ ვიტყვი რომ 100 % უშველა მაგრამ მაინც საგრძნობლად გამოკეთდა.
და მანამდე თუ ღვედის გაკეთებისას ძალა ადგებოდა ეხლა ღვედი სრიალით გამოდის.
აქვე დავწერ რო რეზკად დაქაჩვისას მანამდეც კეტავდა ჩამკეტი და ეხლაც
უბრალოდ ღვედის მოხსნის მერე დაუხმარებლდად არ შედიოდა
ტექდათვალიერებად დღეს გავატარე და მშვენივრად გაიარა.
ასე, რომ თუ ძაან დანძრეული არა აქვს ღვედს შეგიძლიათ სცადოთ
ისე ჯერ ერთი მხრიდან სცადეთ თქვენც
ანუ გარეთა მხრიდან რომელიც ტანსაცმელს არ ეხება
და თუ გაამართლა მეორე მხრიდან დასხმა არ დაგჭირდებათ.
მოკლედ ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ
იქნებ ვინმე გამოადგეს
ხო კიდე, სპრეის დასმხისას ხელთათმანებს და სამედიცინო ნიღაბს თუ გამოიყენებთ კრაგს იზამთ

ასევე ეცადეთ სპრეი სალონში არაფერს მიეფრქვეს
ლაქები დარჩება
This post has been edited by WillyWonka on 10 May 2019, 15:32