ზედმეტია ბრატ

არ შეილება ყველაფერი ჭარბად, ზომიერებაა მთავარი

ხო აი რო ატყობ რო შეილება გაცივდე, ხმა შეგეცვალა, ყელი აგტკივდა, ხაში ატაკე ეგრევე ბლომად ნივრით და ეგაა

მარა მე მაგ დროს კოლდრექსი/გრიპხოტი მირჩევნია
რამდენიმე დღის წინ ისეთი მდგომარეობიდან გამომიყვანა სადღაც 24 საათში კოლდრექსმა რო რავი, არც ველოდი, ოღონდ ჩვეულებრივი კოლდრექსი არ იყო , კოლდრექს MAX თუ რაღაც ეგრე იყო, მუქ ლურჯ ფერში როა, აფტიაქში მითხრეს მარტო ძლიერი სიცხის დროს, დალშე ჩვუელებრივი სვიო, ანუ სიცხის დამწევს - პარაცეტამოლს ხო შეიცავს ეგენი ყველა და ეგ მეტი რაოდენობით შეიცავსო
იტოგში სახლში მქონდა რა ეგენი და
ზოგადად ვცივდები შემდეგნაირად : პირველი ყელში ვატყობ ეგრევე, ნელნელა სისველეც მეწყება და მაგ დროს ვსვამ ჩვეულებრივ ამ კოლდრექსებს და გრიპხოტებს და მშველის , თუ არადა მერე სისველე ცხვირში, ცემინება, გრიპი, გაციება და ###ობები

მარა ამ შემთხვევაში სხვანაირად იყო, კაროჩე ღამე რო დავწექი თავი მტკიოდა ცოტა, მერე ღამე ძილში მაძაგძაგებდა, დილით რო გავიღვიძე აი ფეხზე ვერ ვდგებოდი, სიცხე გავიზომე 39 მქონდა, თავი მისკდება, საშინლად ვიყავი, დავლიე ეგ ერთი კოლდრექსი რომელიც შენახული მქონდა შავი დღისთვის

მერე რამდენიმე საათში ვატაკე მეორე, და შუადღეს გავიზომე ტემპერატურა 38.2 მქონდა უკვე, საღამოს ერთი დავლიე ასე 7-8 საათზე და ცოტა გვიან 12 სკენ ღამე გავიზომე კიდე და 37.1 მქონდა და თავის ტკივილი თითქმის ვაფშე აღარ მქონდა
მეორე დღეს გამოვედი სრულად, აღარაფერი მაწუხებდა
ანუ 3 მა კოლდრექს MAX-მა გადამარჩინა 1 დღეში მომარჩინა

ჩიტივით ვიყავი მეორე დილას

რამდენიმე დღის წინ დინამო ტორპედოს თამაში რო იყო, სტადიონზე ვიყავი ხოდა იასნია ყვირილი გინება ბევრი მომიწია თან განსაკუთრებით ბოლო წუთებზე, გაგიჟებული ვიყავი

ხმა აღარ მქონდა ვაფშე
წავედით თამაშის მერე მანდ ზარმაცების სახაშეში და გემოთი არ მევასება მაინცდამაინც მარა იმ მომენტში კი გამისწორდა და ყელსაც ესიამოვნა, მალამოდ მოედო
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!