ჩემი ციტატა:
ამ განვითარებას სჭირდება ფეხის აწყობა. ანუ ადრე არაფერი იყო და დღეს ყველაფერია. ამის შედეგად უკვე ვიგებთ კანონის ე.წ. "უარყოფით" მხარეებს.
ამ ციტატიდან ჩანს, რომ მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ადრეც ჩვეულებრივად იყვნენ ქაჯები. მაგიტომ მიწერია, რომ "უკვე ვიგებთ კანონის უარყოფით მხარეებს". ანუ ადრე ვერ ვგრძნობდით კანონის "მარწუხებს".
ეხლა დილანდელი...

დედას ვფიცავარ, არაფერს ვამატებ ან ვაკლებ, რასაც ვწერ.
საუბრის შინაარსს უბრალოდ დავალაგებ.

მოკლედ, მანქანით დავდივარ როგორც წესი, მაგრამ "მცირე შანსიც" კი რომ მიჩნდება
ხოლმე, ვცდილობ, რომ მანქანით არ გამოვიდე. ჩიტი რომ ხელის აქნევას ელოდებაო, ისე
ვარ. არ მიყვარს მანქანით ჩამოსვლა ყოველდღე რუსთავიდან თბილისში, მაგრამ
იძულებული ვარ, რადგან უმრავლესობა ქაჯი მხვდება ხოლმე, ვისაც მოვყვები
თბილისში. მაგრამ დღეს ღვინისძიებაზე (ჩემი დალეული არ გაიშვას!) მივდივარ და...

დღეს გამოვყევი Tiida-ს. 741 (?) ნომერი იყო. ტიპი - ტიპიური ნარკომანი. ჩაცვენილი ლოყები,
ჩაცვენილი თვალები, ~4 სმ თმა. მიუხედავად ამისა, გაპარსული წვერი, გაუფუჭებელი
ფრჩხილები და ნორმალური ფერი სახეზე. შესაძლოა არ იყო ნარკომანი, არც ყოფილი.
ჯერ ვიზუალურად ტიპი არ მომეწონა ეგრევე, რომ ველაპარაკებოდი, მაინტერესებდა
მარცხენა სანაპიროზე თუ გამატარებდა, მაგრამ მაინც ჩავუჯექი, რადგან რუსთაველებს
გეცოდინებათ, რომ 08:05-ზე წვიმა დაიწყო და უბრალოდ ვეღარ გავრისკავდი და ვერ
გავუშვებდი ამ მანქანას, როგორც რუსთავიდან თბილისში მიმავალ ტრანსპორტს.
ე.წ. პრივიჩკა ჰქონდა, რომ აქსელერატორზე ფეხი რომ ედო, ნერვული ქმედებით წამიერად
უშვებდა ხოლმე ფეხს. არ შეეძლო, უბრალოდ, წყნარად ჰქონოდა ფეხი პედალზე.
მსუბუქი ჯაყჯაყით ვიარეთ მთელი გზა.
ციმციმა არ ჩართულა არსად.
ზოლიდან ზოლში სიარული როგორი შეიძლებოდა, ჰქონოდა, თქვენ წარმოიდგინეთ!
მუსიკალური რეპერტუარი: ლეზგინკა, შუფუტინსკი და მისთანანი.
ლექსიკა: რუსები როგორც იტყვიან ხოლმე... რუსებს აქვთ მაგრად... და მერე ციტატა და ა.შ.

საჭე მინიმუმ 25 გრადუსით მარცხნივ იყო დახრილი. სავალ ნაწილებს ყველა მომენტში ხმა ჰქონდა.
რუსთავიდან რომ გამოვედით, მაშინ მოუნდა, რომ შესულიყო სოკარზე და 5 ლარის ბენზინი ჩაესხა.
მშვიდობის ხიდთან პირველ ზოლში მოძრაობდა და წინ მარშრუტკამ შეანელა (ავარიულები
შენელების მერე ჩართო) და გააჩერა. ამას იასნია, რომ დისტანცია არ ეკავა და ვერც მიხვდა, რომ
მუხრუჭები რომ აანთო (სხვათაშორის ნელნელა გააჩერა), შესაძლოა, გაჩერებას აპირებდა.
მიადგა ეს და უნდა გამოსვლა მეორე ზოლში და უკმაყოფილოა, რომ გზას არავინ უთმობს
დაახლოებით 08:30-ზე მშვიდობის ხიდთან. გამოვიდა როგორც იქნა, აუარა გვერდი ამ
მარშრუტკას და მეუბნება, ნახე, როგორ არავინ დამითმოო?! "პავაროტნიკი" რომ ჩაგერთო,
დროულად დაგითმობდნენო ვუთხარი და... პავაროტნიკი არ მაქვს, მოტეხილია და როგორ
უნდა ჩამერთოო, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ გამოსვლა მინდა და არ უნდა დაეთმოთო?!

ხომ არ ვეტყოდი, მე სპეციალურად არ ვუთმობ შენნაირებსო?! ამის ნაცვლად ის ვუთხარი,
რომ წეღან მარშრუტკას რომ პავაროტნიკი ჩაერთო, ხომ დროულად გამოხვიდოდი მეორე
ზოლში და აღარ დაგჭირდებოდა ლოდინიო?! ასევეა შენი ვარიანტიც, რომ გქონოდა და
ჩაგერთო, დაგითმობდნენო.
რას მასწავლიო, რა მნიშვნელობა აქვსო?! ხომ ხედავენ, რომ გამოვდივარო და რატომ არ
მითმობენო. მე საბერძნეთში ვცხოვრობო, ეგრე კი არ არისო, აქ უბრალოდ, ბინის გასაყიდად
ვარ ჩამოსული და ისევ უნდა წავიდეო. - ანუ ეს იმ კონტექსტში თქვა, რომ ეჭვი არ უნდა
შემეტანა მის ნათქვამებში, როდესაც რამდენიმე რამეში არ დავეთანხმე.
მოკლედ, მეზარება წერა. წავედი. წითელი შუქნიშანი არ გენახოთ თქვენს გზაზე!