არ არის მასე მარტივად საქმე.

ზოგადად, მოძრაობა მოწყობილია მარცხენასაჭიამი მანქანებისთვის, ანუ მანქანებმა ერთმანეთს გვერდი უნდა აუარონ მარცხენა მხრიდან.
მაგიტომაა რომ მარჯცენასაჭიანებს გასწრებისას დისკომფორტი აქვთ.
ტრასაზე ხომ საერთოდ, ძალიან ხშირად საავარიო სიტუაციას ქმნიან და აფერხებენ მოძრაობას.
მერე კიდევ ხშირად მარცხენა ზოლისკენ ახლოს მოძრაობენ და კვეთენ კიდეც.
ეხლა არგუმენტს იტყვით რა მნიშვნელობა აქვს საჭეს თუ მძღოლი გაბარიტებს ვერ გრძნობს და ვერ იცავს და ა.შ.
თქვენ ლაპარაკობთ თქვენი გადმოსახედიდან და საზოგადად რეალობა კი სულ სხვაა.
აგერ გეტყვით რა მნიშვნელობა აქვს: არსებობენ
1. ტარების არ მცოდნე მძღოლი
2. ნაგლი მძღოლი
3. კარგი მძღოლი
3 ვარიანტი. კარგი მძღოლი გინდ მარჯვენაზე იჯდეს გინდ მარცხენაზე მაინც ყოველთვის დაიცავს წესებს და არავის არ შეაფერხებს.
მაგრამ რამდენია ჩვენთან მასეთი მძღოლი? რომელიც კარგად ატარებს და არც ნაგლია და არც უცოდინარი?
5% მაქსიმუმ.

2 ვარიანტი: ნაგლი მძღოლი გინდ მარჯვენაზე დასვი გინდ მარცხენაზე მაინც ინაგლებს. მაგრამ დარღვევების უმეტესობა ნაგლობით კიარა უცოდინრობით და სირული წესების დარღვევით სიარულის ბრალია. და ეს არის ზუსტად 1 ვარიანტი.
1 ვარიანტი: ტარების უცოდინარი მძღოლი - აი ასეთები არიან 70-90% და ესაა პრობლემა. თუ ზოგადად ვსაუბრობთ, აი ამ კატეგორიაზე უნდა ვისაუბროთ, თორემ თქვენ რომ იდეალურად დადიხართ მარჯვენა საჭით ეგ გასაგებია, მაგრამ თქვენ, ერთეულებზე არ წყდება რა უნდა იყოს საზოგადად მიღებული და რა არა.
ჰოდა ეხლა ტარების უცოდინარი მძღოლი რომ ზის მარცხენა საჭეზე, კი, არანაირი დისკომფორტი არ ექმნება, გადასწრებისასაც ხედავს ყველაფერს და ა.შ. მაგრამ მაინც ხომ არღვევს? კი არღვევს.
და
ამ ტარების უცოდინარ მძღოლს + მარჯვენა საჭე რომელიც დამატებით დისკომფორტს უქმნის ისედაც უცოდინარ და დაბნეულ მძღოლს, არის ტოტალური ქა-ო-სი.
აი ამიტომ არის მარჯვენასაჭიანი მანქანები პრობლემა ზოგადად, იმიტომ რომ მძღოლების 70-90%-ს არ შეუძლია მანქანის ტარება და მარჯვენას რომ უმატებ, მთლად კატასტროფა შედეგია.
ამიტომ, ზოგადად, ნამდვილად ასაკრძალია მარჯვენასაჭიანების მოძრაობა სულ მცირე მანამ, სანამ შესაბამისი გამოცდების და მომზადების პრაქტიკა არ დაინერგება ქვეყანაში.
ჯერ დანერგეთო არ თქვათ ეხლა, სანამ დაინერგება შეიძლება ათწლეულმა გაიაროს და მანამდე ეს 70-90% მძღოლებმა უნდა გაჭედონ მთელი ქალაქი?
გავიგეთ რომ მძღოლის სირობის ბრალია საცობები შემთხვევები და ა.შ.
მაგრამ
ამ სირ მძღოლს მარჯვენა საჭეს და პლიუს დისკომფორტს რომ უმატებ, ამიტომ არის კრიზისი ქალაქში.
ეს ლოგიკა შეუვალია.

ამიტომ ტყუილად არ იჭყლიტოთ კონტრარგუმენტებზე ტვინი.
კი როგორ არ ჯობია იაპონური ნაკლებგარბენიანი უფრო სუფთა მანქანა, მაგრამ ქვეყანა ფიზიკურად ვერ გადაეწყობა მარჯვენასაჭიან მოძრაობაზე,
ამიტომ რაც შესაძლებელია ის უნდა გაკეთდეს. მაგრამ რეალურად არ გაკეთდება, ამიტომ უბრალოდ ცოდნის სახით მაინც ვიცოდეთ რომ არ შეიძლება მარჯვენების დაშვება.