serjhantihttp://www.mes.gov.ge/uploads/sagzao/masc/mas%20cigni.pdf"თემა # 9
საგზაო მონიშვნა და მათი დახასიათება
1. ჰორიზონტალური მონიშვნა
ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნები სავალ ნაწილზე) აწესებს მოძრაობის
გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს. ჰორიზონტალური მონიშვნა თეთრი ფერისაა, გარდა ყვითელი ფერის 1.4, 1.10 და
1.17 ხაზებისა.
1.1. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო
ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს:
მოძრაობის ზოლების საზღვრებს;
აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა
აკრძალულია;
აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის
საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც
მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს.
ამ ხაზის გადაკვეთა აკრძალულია ! დასაშვებია მხოლოდ სავალი ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს მხარეს მდებარე ხაზის
გადაკვეთა ტრანსპორტის გვერდულთან გაჩერების მიზნით !
იმ შემთხვევაში, როდესაც სადგარზე განლაგებული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების
მნიშვნელობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ (პრიორიტეტი მიანიჭონ) ნიშნებით
!!!
"ანუ გამოდის, თუ მხოლოდ ეს ზოლია და არ გვაქვს "გადასწრება აკრძალულია" ნიშანი, მაგ შემთხვევაში 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მიმავალი მანქანის გადასწრება არ შეგვიძლია.
მაგრამ თუ უწყვეტ ზოლთან ერთად დგას "გადასწრება აკრძალულია" ნიშანი, იმის გამო რომ ნიშანს ენიჭება უპირატესობა, ხოლო ამ ნიშნის მოქმედების ზონაში 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი მანქანის გადასწრება დასაშვებია, შეგვიძლია უწყვეტი ზოლის გადაკვეთა.
------------------------------------
ეს ვნახე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე. ასე გამოყოფილად მხოლოდ აქ უწერიათ, რომ არ შეიძლება გასწრებაო.
სხვა საიტებზე ასე გარკვევით არ წერია. მაგალითად აქ ამკრძალავი ნიშანი არცაა განხილული. არც 30 კმ/სთ არის სადმე ნახსენები. გასწრების აკრძალვაზე ეს წერია
9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია:
დ) გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე;
http://police.ge/files/2016/%E1%83%A1%E1%8...94%E1%83%91.pdf -----------------------------------
ეს საკანონმდებლო მაცნეს საიტზე რაც წერია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/19198#!
მუხლი 30. გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მუხლი 30. გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა +
1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არ მისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი;
გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას.
2. ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.
3. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.
4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
5. გასწრება აკრძალულია:
ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არ არის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა, სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა);
ბ) ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მასზე მოძრაობს ქვეითი;
გ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს;
დ) იმ სატრანპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას;
ე) აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
6. ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
7. თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დათმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.
3. ამკრძალავი ნიშნები
3.20.
„ გასწრება აკრძალულია ” ( აკრძალულია ყველა სატრან სპორ ტო საშუალების გასწრება , გარდა 30 კმ / სთ - ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა ).3.21. „ გასწრების აკრძალვის ზონის დასასრული ”.
3.22. „
სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია ” ( სატვირთო ავტომობილს , რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება , ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება , გარდა 30 კმ / სთ - ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა . ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება , გარდა საჭაპნე ოთხთვა ლისა ( მარხილისა და ველოსიპედისა ).კიდე სად მოვძებნო არ ვიცი. სახელმწიფო სტრუქტურების 3 სხვადასხვა საიტზე ასე წერია.
This post has been edited by Jules Winnfield on 6 Feb 2018, 11:56