abes77710-11-12-13 პუნქტები გადაიკითხე?
N_e_o_Nმეც დაგისქრინე
https://www.google.ge/url?sa=t&source=web&r...-QrKJENqK2pdOT3 ამ ბმულიდან.
ლებულ პუნქტში ამ მუხლის მე-11−მე-13 პუნქტებით, 38-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-
2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მისთვის უფრო მოსახერხებელ
თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლზე. მოძრაობის ზოლის შეცვლა ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ ან
მარცხნივ მოხვევის, მობრუნების, გასწრების ან გაჩერების მიზნით.
11. დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც
მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა
კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია,
გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.
12. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით
მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის
დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია,
აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ
მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მოძრაობის ზოლზე დგომა-
გაჩერების მიზნით გასვლა შეიძლება მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა
დაცვით.
ანუ მოდი მოკლედ გკითხავთ ორივეს, ეგ მერსედესი სწორად მოიქცა თუ არა? გინდ კანონით გინდ კანონის გარეშე?
This post has been edited by Tabo8226 on 21 Dec 2017, 16:17