ცოტა გევერთოთ.....
გვერდითა თემაში კითხვაზე:
რომელია ყველაზე ბიუჯეტური მანქანა?
ასეთი პასუხი გავეცი:
მამისმინეთ ახლა აქანა!!!!
ყველაზე ბიუჯეტური მანქანა
ყამს ჩემს სიმამრს:
Golf 2 1992 თუ 1993 წლიანი. 1.3 კუბატურით გაზზე
ჰიდრავლიკა არა აქვს. დაქოქავ, სულ მცირედი დაღმართი გაიჩითა თუ არა აქრობ...
ჩათვალეთ რომ ნახევარ გზას უსაწვავოდ გადიხართ, პრინციპით რამდენი აღმართიცაა, იმდენი დაღმართია...
3 ლარიან ზეთზეც უპრობლემოდ მუშაობს წლებია...
რაის ანტიფრიზი თუ ძმა ხარ...
30 გრადუსიან "საია"-ზე იმუშავა ცივი ზამთრები.
" ფეჩს" რომ ჩართავდა ხოლმე, მამაპაპური ჭაჭის სურნელით ივსებოდა სალონი...
გაზაფხულები, ზაფხულები და შემოდგომები ჩვეულებრივ ონკანის წყალზე...
უკანა სავარძლებს იღებ და ნახევრად სატვირთო იჩითება ეგრევე:
შეშა გინდა, ვენახიდან წალამი გინდა , აგური გინდა , ბლოკი თუ ცემენტი,
ყველაფერი მორჩილად მიაქვს დანიშნულების ადგილზე...
ახლა კიდევ ასე უცბად აღარ მახსენდება მისი " შესაძლებლობები" , თვარაააა..
აბა, რას იტყვით, არის თუ არა ბიუჯეტის შამნახველი???