მამისმინეთ ახლა აქანა!!!!
ყველაზე ბიუჯეტური მანქანა 
ყამს ჩემს სიმამრს: 
Golf 2   1992 თუ  1993 წლიანი.    1.3 კუბატურით გაზზე
ჰიდრავლიკა არა აქვს. დაქოქავ, სულ მცირედი დაღმართი გაიჩითა თუ არა აქრობ...
ჩათვალეთ რომ ნახევარ გზას უსაწვავოდ გადიხართ, პრინციპით რამდენი აღმართიცაა, იმდენი დაღმართია...
3 ლარიან ზეთზეც უპრობლემოდ მუშაობს წლებია...
რაის ანტიფრიზი თუ ძმა ხარ...
30 გრადუსიან   "საია"-ზე იმუშავა ცივი ზამთრები.
" ფეჩს" რომ ჩართავდა ხოლმე, მამაპაპური ჭაჭის სურნელით ივსებოდა სალონი...
გაზაფხულები, ზაფხულები და შემოდგომები  ჩვეულებრივ ონკანის წყალზე...
უკანა სავარძლებს იღებ და ნახევრად სატვირთო იჩითება ეგრევე:
შეშა გინდა, ვენახიდან წალამი გინდა , აგური გინდა , ბლოკი თუ ცემენტი,
ყველაფერი მორჩილად მიაქვს დანიშნულების ადგილზე...
ახლა კიდევ ასე უცბად აღარ მახსენდება მისი  " შესაძლებლობები" ,  თვარაააა..
. 
 
   
  