მე მყავდა X-ტრაილი ორივენაირი, წინა წამყვანიც და 4X4-ზეც
ჯიპი არაა, პარკეტნიკია, არც დიდი ოფროუდისტია, მაგრამ ისეთი მანქანაა არსად რომ არ დაგტოვებს, სათევზაოდაც მივლია სანადიროთაც, ტალახებშიც და თოვლ-ყინულზეც, მაგ მანქანის ნდობა შეიძლება 3-4 წლით
მე პირადად წინა წამყვანი უფრო მომეწონა, სწრაფია და ნაკლებს გიწვავს, ასევე აქვს წინა თვლების გადაბმასავით, რაღაც პანიჟენიის მაგვარი, ყინულზე რომ ამობუქსავების გარეშე დაიწყო მოძრაობა. სადაც 4X4-ით გავდიოდი, წინა წამყვანითაც გავდიოდი იმავე ადგილებში

წინა წამყვანს არც ხიდებში უნდა ზეთის ცვლა, არც ზედმეტი ხარჯები აქვს, 2007 წლის 4-ე თვემდე გამოდიოდა უბრალო ავტომატიკა კოლოფით, ამ თარიღის შემდეგ დაიწყეს ვარიატორების ჩადგმა მაგ მანქანებში.
დალშე, პერედოკი კარგი აქვს, 14 თვის განმავლობაში თითი არ დამიდია, იაპონიიდანვე ჩამოვიდა უკანა მარცხენა გასხმული ამორტიზატორით, ჩამოყვანისთანავე შევცვალე ორივე უკანა და ეგ იყო ... იაპონურს თუ იყიდიტ საჭე არ გადაატანინოთ, ისე გერმანიაშიც გამოდიოდა, მაგრამ თუ ევროპულს იყიდით 2004 წლამდე გამოშვება არ იყიდოთ, პირველ გამოშვებებს კატალიზატორები გამოუვიდათ უვარგისი, მუშაობის პროცესში იშლებოდა და მისი ნაწილაკები რაღაცნაირად ძრავში ხვდებოდა და ძრავს აფუჭებდა, რუსულ ფორუმებზე ამ პრობლემის ერთგვარობის მეტი სხვა არ შემხვედრია, თუმცა 2004-დან გამოასწორეს ეგეც.
ორი დაჩიკი აქვს ზუსტად ერთიდაიგივე, კალენვალის და რასპრედვალის, მაგ დაციკებმა იციან ხოლმე ხანდახან (წელიწადში ერთხელ) გაჩმახება, 70-80 ლარი ღირს, მე პირადად წინა წამყვანზე საერთოდ არ შემიცვლია, 4X4-ზე შევცვალე თუმცა არც იმაზე იყო შესაცვლელი.
ევროპაში ეს მანქანები დიზელებიც არის, 2,2 ძრავით, თუმცა დიზელებს არ გირჩევ, რენოს ქარხანაში აწყობილი ძრავებია და ტუ აირია ვეღარ დაარეგულირებ

ამ მანქანის აბსოლიტურად ყველა ნაწილი ისოვნება საქართველოში, უკვე კარგა ხანია გაშიფრული მანქანაა, ხელოსნებმა იციან თითქმის ყველაფერი და ფორუმზეც ძალიან კარგი მცოდნეები გვყავს, ასე რომ არ არსებობს ამ მანქანის ისეთი პრობლემა , რომ ჩვენს ქვეყანაში ვერ გამოიცნო ან ვერ მოაგვარო

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ამას გადახედე :
*<<<<< NISSAN X-TRAIL CLUB GEORGIA>>>>>* This post has been edited by kvipriane on 25 Jan 2018, 06:01