მაგის პატარა ძმაზე mazda mx-5 ზე მაქვს იმდენი ინფო დისერტაციას დავიცავ )) ძრავი იგივე ტექნოლოგიაა.
2016-17 მიატაში 155 ცხენიანი skyactiv g დგას, 7-8 ლიტრს წვავს და სტარტი აქვს 6 წამზე ცოტა მეტი, ნუ ის ტონაზე ნაკლებს იწონის.
Cx-5 ში დატესტეს skyactiv x და კარგი შედეგები დადო, უფრო მძლავრია და უფრო ნაკლებს წვავს, 182 ცხენი აქვს.
მოკლედ მაზდა ძალიან მაგარო, დაუფასებელი ბრენდია, აქ კამრი ურჩევნია ყველას, არადა საერთოდ არ მომწონს ჯერ მარტო ვიზუალით ამ თაობის კამრი, ძმაკაცს ყავს და წვა 13+ აქვს ქალაქში 2008 იანს 2.4
სხვათაშორის მაზდა ტოიოტას ეკუთვნის

ძალიან სწორი აქცენტები აქვს გაკეთებული ამ კომპანიას, უარს ამბობს ელექტრიფიკაციაზე და აკეთებს მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შიდაწვის ძრავებს რომელიც ეკოლოგიასთანაც მეგობრულად არიან.
skyactiv x არის ბენზინის და დიზელის ძრავების თანამედროვე ტექნოლოგიების ერთგვარი ჰიბრიდი.
2 ვე ტექნოლოგიისა არა აღებული საუკეთესო.
რესურსს რაც შეეხება.. ძრავის ბლოკი და თითქმის ყველაფერი ალუმინისაა წონის გამო რაც ზოგადად რესურსთან არაა მეგობრულად. რესურსიანი და მილიონიანი ძრავები "ჩუგუნის" ბლოკითაა როგორც წესი და ეგეთებს კორეელები უშვებენ ეხლა თუ არ გადავიდნენ ალუმინზე მთლიანად.
კორეის ბაზარიც დაუფასებელია.
იღებენ ძველ მუშა, გამომდგარ ძრავებს და აკეთებენ მათ თანამედროვე ასლებს. ბლოკი რკინაა და გალოვკა ალუმინი. ძლებს მაგრად იმიტომ რომ უკვე გამოცდილი ძრავებია დროში.
მოკლედ მე თანამედროვე ევროპულ ბრენდებზე ჩაქნეული მაქვს ხელი, ბოლო ნამდვილი მერსედესი იყო w124
იაპონელებიც ქარავენ ბევრს ისე.. ზოგადად მსოფლიო ავტოწარმოება გადასულია ყველაფერზე ეკონომიურ მიდგომაზე და ხშირად ხარისხი და გამძლეობა ეწირება მაგას.ზოგადად არავის აღარ აწყობს ისეთი მანქანების გამოშვება რომელიც არ ფუჭდება.
Умирать не страшно - страшно не жить.