მოდით ეხა შეძლებისდაგვარად აგიხსნით რა და როგორაა.
თუ ვინმეს გამოადგება ეს ჩემი დაწერილი, გამიხარდება

მოკლედ, ავტობანზე არსებობს (ისევე როგორც ქალაქში) 2 საშუალება, რომელიც წერს ჯარიმას გადაჭარბებულ სიჩქარეზე.
1. ესაა რადარიანი კამერები, რომლებიც ჯარიმას წერენ მხოლოდ მაშინ, როდესაც უშუალოდ მათთან გაივლით გადაჭარბებული სიჩქარით. არანაირი A პუნქტიდან B პუნქტამდე არ გიზომავს მანძილის რადარიანი კამერა. კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ წერს ჯარიმას, როდესაც უშუალოდ მასთან ჩაივლით გადაჭარბებული სიჩქარით.
2. ესაა ჭკვიანი კამერები. აქ ცოტა უფრო მეტი ყურადღება გმართებთ.
ვარიანტი 1.
ჭკვიანი კამერა, რომელიც აყენია A პუნქტზე და მასთან გაიარეთ ვთქვათ 126კმ/სთ სიჩქარით, ჯარიმა არ დაგეწერებათ. მაგრამ თუ B პუნქტამდე ზუსტად 126 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებთ, (ან მითუმეტეს მეტი სიჩქარით) მაშინ თქვენი საშუალო სიჩქარე იქნება არანაკლებ 126 კმ/სთ და დაგეწერებათ ჯარიმა.
ვარიანტი 2.
ჭკვიანი კამერა, რომელიც აყენია A პუნტქზე და მასთან გაიარეთ 300 კმ/სთ სიჩქარით, ჯარიმა არ დაგეწერებათ. მაგრამ A და B პუნქტს შორის თქვენი საშუალო სიჩქარე თუ დაფიქსირდა 125 კმ/სთ-ზე მეტი, მაშინ დაგეწერებათ ჯარიმა.
ამ ორივე ვარიანტის დროს, A-სა და B პუნქტს შორის თუ ვინმეს გაასწრებთ გადაჭარბებული სიჩქარით, ან ჩამორჩებით, ან იგაზავებთ და ა. შ. ჭკვიან კამერას ეგ ყველაფერი სულ ლინზაზე კიდია. ის ითვლის საშუალო სიჩქარეს A-სა და B პუნქტს შორის.
რაც შეეხება C პუნქტს. C პუნქტთან როდესაც მიხვალთ, ჭკვიანი კამერა გამოითვლის თქვენს საშუალო სიჩქარეს არა A პუნქტიდან დაწყებულს, არამედ B-დან დაწყებულს. და ა. შ. ანუ D პუნქტზე არსებული კამერა გამოითვლის C-დან აღებულ მონაცემების მიხედვით. (მონაცემში უბრალოდ დაფიქსირებული დრო იგულისხმება).
ვარიანტ 2-ის დასაწყისი მიმზიდველად ჟღერს იმ მძღოლებისთვის, ვისაც სისწრაფე უყვართ და შეიძლება მართლაც A პუნქტთან დიდი სიჩქარით გაიარონ, მაგრამ შემდეგ შეანელონ (ან თუნდაც გაჩერდნენ, გადმოვიდნენ, წყალი დალიონ, გადააფსან (

) და შემდეგ გააგრძელონ გზა და B პუნქტმა აღარ დაუწეროს ჯარიმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგ პუნქტთან, მაგალითად, ამ შემთხვევაში A პუნქტთან ჭკვიან კამერასთან ერთად აყენია რადარიანი კამერა. ამ უკანასკნელს კი მაგრა კიდია შენ ამ პუნქტის გავლის შემდეგ ნელა იმოძრავებ თუ გააჩერებ და გადააფსავ. გაიარე დიდი სიჩქარით? დაგეწერება ჯარიმა. და თუ არ შეანელებ B პუნქტამდის, მაშინ B პუნქტზეც დაგეწერება მეორე ჯარიმა. თუ კიდევ არ შეანელებ C პუნქტზე დაგეწერება მესამე ჯარიმა და ა. შ.
იმედია ყველაფერი გასაგებად დავწერე.
მადლობა ყურადღებისთვის

უჯარიმოდ გევლოთ.
სულ ასფალტზე გევლოთ
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.