MANAXHabes777მე კოლტში ფრეგოს რეგულარს, ლუკოილის რეგულარს და პრემიუმს ვასხამდი 1-2 წელი, რომელი სად მომიწევდა.
ერთხელ ისე დამემთხვა, რო მთელი ბაკი ლუკოილის პრემიუმის მერე ჩავასხი ფრეგოს პრემიუმი და ჰოი საოცრებავ - მანქანა მადლობას მეუბნება, ლამის მელაპარაკება
ეხლა მოვსინჯე გალფის არაბრენდირებული - ჯი-ენერჯი თუ რაცაა, მაგის პრემიუმი და ცვლილება არ არის, ისევ კმაყოფილი ვარ.
მოკლედ ყველა კალონკის თავზეც გავიარე, მაგრამ, თუ რომელიმე მანქანის გაწევა არ მოგწონთ, ერთჯერადი რჩევა იქნება - დაცლილზე ჩაასხით ფრეგოს ან ჯიენერჯის პრემიუმი და შედეგი დაწერეთ.
ამ ყველაფერ იმიტომ დავუკვირდი, რომ სვეჩები გამოვიწერე ორიგინალები და სულ უკმაყოფილო ვიყავი გაწევით. ჩემი 2004-იანია და ცეპზე. 2-იანები და 3-იანები რემენზე რომლებიცაა, წესით ვერ უნდა მასწრებდნენ. ერთხელ მეგობრებმა დავდექით და ორივემ გამასწრო მოშნად. ამის მერე დავაკვირდი საწვავებს და ზემოთ რაც დავწერე ეგ აღმოვაჩინე.
ანუ ლუკოილის ფანი ვიყავი კარგა დიდი ხანი (რომპეტროლის საწვავი, ფასის გამო არ მომწონდა

თორე კარგი როა ყველამ ვიცით) და ფრეგოს და ჯიენერჯის პრემიუმებმა სასიამოვნოდ გამაოცეს.
ყველაზე მთავარი! რეკლამა/ანტირეკლამას არ ვაკეთებ ! გამოცდილებას გიზიარებთ