ზოგადად ჩვენ (არაა აუცილებელი ყველამ თავის თავზე მიიღოთ), სანამ ბოლო მომენტამდე არ მივა საქმე, მანამდე მახათის ამარა ვზივართ და სხვას შევცქერივართ თუ როდის მოგვიგვარებს პრობლემებს. სამწუხაროა მაგრამ მეტნაკლებად ყველას გვეხება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.
2013 წელს ანალოგიურ აქციაზე ვიყავი და თუ სწორად მახსოვს 20-30 მანქანამდე მოვგროვდით. შედეგი რათქმაუნდა ერთჯერადი ფასდაკლება იყო (მცირე დროით დაიწია ფასებმა) და მალევე დოლარისა და ნავთობის მცირედ გაძვირებაზე, ეგრევე აუწიეს ფასები და იქედან მოყოლებული იმატებს და იმატებს. რაც ყველაზე ცუდია !!! პატრონი ვინც უნდა იყოს, ისინი არიან მონოპოლიაში გარეულები.
ამ ყველაფერს საფრანგეთისეული აქციებით თუ ეშველება, ანუ ხალხის გაერთიანებით !! თორე ერთეულები ვერას გააწყობენ !
შალიკო მე გულზე თუ არ მეხატება, იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროტესტში არ ვეთანხმები. არც იმას გულისხმობს, რომ ავდგები და გვერდით დავუდგები. თუმცა პროტესტის გრძნობა უკვე ყოველგვარ საზღვარ გამიცდა

მართალი გითხრა, რო გავიგო, მასშტაბური აქციის შესახებ, სიამოვნებით წავალ და დავდგები ჩემივე პროტესტისთვის და არა ვინმე პოლიტიკური ძალის თუ პოლიტიკოსის ინტერესების დასაცავა, რახან ჩვენი პროტესტი ერთი მიმართულებითაა.
თუმცა, დღეს ძნელია პოლიტიკური ჩარჩოები მოაშორო. ნებისმიერ აქციაზე გამოჩნდებიან წურბელა პოლიტიკოსები, ვინც მთავრობაში არაა და შეეცდებიან არეულობებს. რაც ნამდვილად არ მინდა... რათქმაუნდა მაღალი ბენზინის ფასიც უკვე ძალიან მაწევს....
აი, ესაა მეგობარო უმეტესობის დღევანდელი საფიქრალ/სადარდებელი....