რამე კვლევა ხომ არ ჩატარებულა საქართველოში საწვავში გოგირდის შემცველობაზე ?
იმენა გოგირდი მაინტერესებს, (ტყვია კი არა) რომელ საწვავშია ყველაზე ნაკლები?
პ.ს.
ვისოლმა ბოლო ერთ თვეში სამჯერ მოუმატა 5-5 თეთრი, მაშინ როცა დღესაც ზუსტად იგივე ფასია ბარელზე რაც ერთი თვის წინ, 5 აპრილს იყო.
* * *
ესეიგი, ცოტა დავგუგლე და დღევანდელი ნორმა (2018დან) ყოფილა არაუმეტეს 10 მგ/კგ გოგირდი ბენზინში
2011 წელს კი 20-ჯერ მეტი იყო დასაშვები. (არაუმეტეს 200 მგ/კგ) რეალურადაც ამდენი იყო დაახლოებით იმ დროს, თუ მეტი არა... აი მაშინ დავაფუჭეთ კატალიზატორები (გოგირდია პირველი მტერი კონვერტორის)
** რომპეტროლს საიტე უწერია: გოგირდის შემცველობა: 3.8 მგ/კგ პრემიუმში და 5.3-5.4 რეგულარსა და სუპერში
** გალფს - 4.7-5.4 მგ/კგ-ზე
** ოპტიმას გოგირდის შემცველობა - Max. 10 მგ/კგ
** ვისოლს - პრემიუმზე და სუპერზე - 5.8მგ/კგ-ზე და აი რეგულარზე კი გოგირდის შემცველობა: 0,0025 მგ/კგ უწერია.. შეცდომაა, თუ გადავიდე წისოლის რეგულარზე ? ))
ლუკოილი და სოკარი ვერ ვიპოვე.
This post has been edited by sha on 4 May 2019, 19:47