იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა
იყო ერთი ქვრივი დედაკაცი, ქმარი ადრევე მოუკვდა და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა
– ორი ვაჟი და ერთი ქალი. ღარიბი კაცის კვალობაზე ქალს პატარა მამულიც ჰქონდა, მაგრამ სიმარტოვის გამო ვეღარ ამუშავებდა. ხოლო როცა შვილები წამოეზარდნენ, მათ უთხრა
: - სანამ პატარები იყავით, არაფერს გეუბნებოდით, ახლა კი დროა, თქვენს მამულს მიხედოთ და უპატრონოთო. შვილებმა არც კი იცოდნენ, თუ მამული ჰქონდათ, და დედას ჰკითხეს:
- სადა გვაქვს მამულიო? დედამ ასწავლა, სადაც ჰქონდათ მამული, მაგრამ შვილებს ძალიან ეშორათ,
- იმ სიშორეზე სადილს ვინ მოგვიტანსო?
- ოღონდ თქვენ წადით და სადილს ყოველთვის თქვენი და ჩამოგიტანთო. ძმებს ჭკუაში დაუჯდათ დედის ნათქვამი და მამულში წასასვლელად მოემზადნენ, დედამ პირველწასვლისას ერთი კვირის სამყოფი საგზალი გაუმზადა, თან ბლომად ხახვი გაატანა და დაარიგა:
- შვილებო, ეს ხახვი გაფცქვენით და ნაფცქვენი გზაზე დაყარეთ. თქვენი და რომ საჭმელს წამოგიღებთ, ხახვის ნაფცქვენს გამოყვება და თქვენი პოვნა აღარ გაუჭირდებაო. წავიდნენ ძმები სამუშაოდ და, როგორც დედამ დაარიგა, მთელი გზა ხახვის ნაფურჩალით მოფინეს. იქვე ახლოს ერთი ასთავიანი დევი ცხოვრობდა, გამოვიდა დევის დედა, მოკრიფა ხახვის ნაფურჩალი და თავისი სასახლისაკენ მიმავალ გზაზე დაყარა. კვირა რომ შესრულდა, დედამ გემრიელი სადილი მოამზადა, ჩაალაგა ხურჯინში, გადაჰკიდა ხურჯინი ქალს და გაგზავნა ძმებთან. ქალი მიჰყვა ხახვის ნაფურჩალს, იარა, იარა და დევის სახლს მიადგა. შინ მარტო დევის დედა დაუხვდა, მივიდა ქალი და ჰკითხა: - დედი, დედაშვილობასა, მითხარი, ჩემი ძმები აქ ხომ არა მუშაობენო?
- რის ძმები, რა ძმები,
- უთხრა დევის დედამ,
- აქ ჩემი ასთავიანი შვილი ცხოვრობს, მოდი, ჩქარა, დაგმალო, თორემ საცაა მოვა და შეგჭამსო. წაიყვანა დევის დედამ ქალი და სახლის ყველაზე ბნელ კუნჭულში დამალა. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მოვიდა ასთავიანი დევი. ერთ მხარზე ნანადირევი ეკიდა, მეორე მხარზე ხმელი ჭადარი ედო. ტვირთი ეზოში დაყარა და შინ შევიდა. შესვლისთანავე ცხვირი შეიჭმუხნა და დედას უთხრა: - დედი, ადამიანის სუნი მცემსო!
- რას ამბობ, შვილო, შენი შიშით ცაში ფრინველს ვერ გაუჭაჭანებია და ხმელეთზე ჭიანჭველას და აქ ადამიანის შვილი როგორ მობედავდაო?
– უთხრა დედამ. დევმა მაინც არ დაუჯერა.
- არა, დედი, ნამდვილად ადამიანის სუნი მცემსო. მაშინ გა#####და დედა და უთხრა:
- მე ერთი კარგი ქალი შემოვიტყუე სახლში, შენ საცოლედ მინდა და თუ არ შეჭამ, გიჩვენებო.
- არ შევჭამო,
- შეჰპირდა დევი. მაშინ გამოიყვანა დევმა დამალული ქალი და აჩვენა. დევს მოეწონა და ცოლად შეირთო. ძმები ელოდნენ დას, ელოდნენ და, რომ არსად გამოჩნდა, ადგნენ და შინ დაბრუნდნენ. დედას უსაყვედურეს:
- რატომ საჭმელი არ გამოგვიგზავნეო?
- ვაი, მომიკვდეს თავი!
– შეიცხადა დედამ და ტირილი დაიწყო,
- ჩვენი მამულის ახლოს ერთი ასთავიანი დევი ცხოვრობს და თქვენს დას უთუოდ ის წყეული დაიჭერდაო. ძმებმა რომ ეს გაიგეს, იმავ წამს მოემზადნენ და დის გამოსახსნელად წავიდნენ. შორიდან გამოჩნდა დევის სახლი, დევის დედამ შეამჩნია მათკენ მიმავალები და ქალს უთხრა:
- აბა გაიხედე, მართლა მოჩანს რამე, თუ თვალი მატყუებსო? ქალმა გაიხედა და უთხრა:
- ბუზის ტოლად მოჩანან ვიღაცეები და აქეთ მოდიანო.
- ვაი მაგათი დედის ბრალიო,
- თქვა დევის დედამ და ცოტა ხნის შემდეგ რძალი კიდევ გაახედა.
- ორი კაცი მოჩანს და აქეთ მოდიანო,
- უთხრა ქალმა.
- ვაი მაგათი დედის ბრალიო,
- კიდევ თქვა დევის დედამ. ამასობაში ძმები დევის სახლს მიადგნენ, ქალმა იცნო ძმები და თვალცრემლიანი შეეგება, ხან ერთს ეხვეოდა და ჰკოცნიდა და ხან მეორეს. დევის დედა მიხვდა, რომ მოსულები მისი რძლის ძმები იყვნენ და შინ შეიწვია. აჭამა პური და მერე უთხრა:
- ახლა კი მოდით, დაგმალავთ, თორემ საცაა ჩემი შვილი მოვა და ორივეს შეგჭამთო. ძმები შეშინდნენ და დაიმალნენ. ცოტახნის შემდეგ დევიც მოვიდა. ერთ მხარზე ისევ ხმელი ჭადარი გაედო და მეორეზე დახოცილი ნადირი ეკიდა. ტვირთი კართან მოიხსნა, შეაბიჯა შინ და დედას უთხრა:
- დედი, ადამიანის სუნი მცემსო! დედამ ჯერ დაუმალა, მაგრამ შვილი რომ აღარ მოეშვა, გა#####და:
- თუ პირობას მომცემ, რომ არ შეჭამ, აქ შენი ცოლისძმები არიან და გამოგიჩენო.
- არ შევჭამო,
- შეჰპირდა დევი. დედამ გამოუყვანა დამალული ცოლისძმები და აჩვენა. დევმა ახედ-დახედა ბიჭებს და უთხრა:
- მოდით, ვახშმის თადარიგს შევუდგეთო. ძმები დათანხმდნენ და შეუდგნენ დახოცილი ნადირის გატყავებას, მაგრამ სანამ ისინი ერთ ირემს ფეხებს გადაუსერავდნენ, დევმა მთელი ნანადირევი დაატყავა და ქვაბში ჩაუძახა, მერე ცოლისძმებს ის ირემიც გამოჰგლიჯა ხელიდან, ერთი გაკვრით გააძრო ტყავი, მიკუწ-მოკუწა და ისიც სხვა ირმებს მიაყოლა. ხორცი რომ მოიხარშა და ვახშმად დასხდნენ, დევმა ჰკითხა ძმებს,
- ძვლის კაცები ხართ თუ ხორცისაო? ძმებს შეეშინდათ და ხორცზე უარი თქვეს:
- ჩვენ ხორცისა რა ღირსები ვართ, ძვლებითაც იოლად გავალთო. გაუსვა დევმა პირი და მთელი ხორცი თვითონ შესანსლა, გამოხრული ძვლები კი ცოლისძმებს მიუყარა. კარგად რომ გამოძღა, ქვევრს მოხადა და კიდევ ჰკითხა:
- კოკის კაცები ხართ თუ ყანწისაო?
დაეჯაჯგურნენ ისარს, მაგრამ მიწიდან ძვრაც ვერ უყვეს. მერე თქვეს, ისარი რომ მიწიდან ვერ ამოგვიძვრია, ამის გამომტყორცნელთან რაღას გავხდებითო და შეშინებულები ცხრა მთას იქით გადაიხვეწნენ. მივიდა ასფურცელა, ამოაძრო თავისი ისარი და ჩაიდო საისრეში. უცბად სასახლიდან სამი მზეთუნახავი ქალი გამოვარდა, გადაეხვივნენ ასფურცელას და დაუწყეს კოცნა,
- შენა ხარ ჩვენი მხსნელიო. ეს ქალები ერთი სახელოვანი ხელმწიფის ასულები იყვნენ, დევებს მათი დედ-მამა ამოეხოცათ და დები ცოლებად წამოეყვანათ. ასფურცელამ უმცროსი ქალი იქვე შეირთო ცოლად და უფროსები ძმებისთვის დანიშნა.
ქალებმა უთხრეს:
- ჩვენი ერთადერთი ძმაც აქ არის, ცხრაკლიტულშია დამწყვდეული, ბარემ ისიც გაათავისუფლე და საითაც გინდა, იქით წაგვიყვანეო. ასფურცელამ დალეწა ცხრაკლიტული და გამოიყვანა მშვენიერი ჭაბუკი. წამოიყვანა ყველანი თავის სახლში და დევების მთელი სიმდიდრეც თან გამოაყოლა. დები ძმებს ჩამოურიგა, ჭაბულ უფლისწულს თავისი და შერთო ცოლად და დაიწყეს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება. ჭირი
– იქა, ლხინი
– აქა, ქატო
– იქა, ფქვილი
– აქა.
ხ5 (0-100კმ)-7.5წამი
ჩონგური 2.0ტ (0-100კმ) -7.8 წამი
+2005 წლის მერე გამოშვებულ ცონგურს ადარებ 99 წელშI გამოშვებულ 2.5 ტონიან მანქანას მარა მაინც ვერ ასწრებს