personajiქაშქაიზე გამიგია და ვიდეოებში მინახავს რუსები მაგის ვარიატორს აძაგებენ საშინლად, მალე გამოდის მწყობრიდანო, რემენი უწყდებაო ...
ტიგუანი არ ვიცი ...
მოკლედ, ჩემ აზრს გეტყვი, ოღონდ ესაა ჩემი პირადი აზრი : (5 წელია უკვე მხოლოდ მარჯვენასაჭიანები ანუ იაპოშკების სხვადასხვა ვარიანტები მაქვს გამოცდილი)
მინივენებიდან თითქმის ყველა ცვენთან გავრცელებული მოდელი მყავდა ან მყავს და ყველაზე იაფი შესანახი და ყველაზე მალალიტრაშკა არის TOYOTA WISH 1,8 VVT-i ძრავით (2006-2009 წლები) უბრალო ძრავი, უბრალო ავტომატი + ტიპტრონიკი, არ ფუჭდება ეს მანქანა საერთოდ (რავი მე ვერ გავაფუჭე)
პარკეტნიკებიდან, ასევე ყველა მოდელი მყავდა თითქმის და მიტარებია : NISSAN X-Trail UA-NT-30 მოდელი (2004-2007 წლები) ან პაჯერო იო (მე მაინც GDI ძრავიანს ავიღებდი სუპერ სელექტის გამო) ... სუბარუ ფორესტერიც კარგი მანქანაა , გამავლობაც საკაიფო, პროსტა მე ვერ შევეგუე ....
მალალიტრაშკებიდან ეხლა მყავს ტოიოტა რაუმი 1,5 ძრავით, ნუ იავნად აკლია ცხენები

ისე საკაიფო მანქანაა, დაბალი წვა, კარგი მანევრი, მოსახვევშიც რამე, მაგრამ ნუ პატარაა რაააა ...

ერთია კიდევ : HONDA Stream 2,0 i-VTEC RN3-მოდელი K20A-ძრავით, ამაზე მაგრად იაპოშკებიდან მანქანა არ მომწონებია, გენიალური ორლილვიანი ძრავი აქვს, ამ ზრავს რუსები "კრასნი დიავოლს" ეძახიან, აჩქარება აქვს ისეთი რომ ძალიან დიდი უმრავლესობა მანქანებისა ვერ დაგიდგება, გენიალური გადაცემათა 6 სიჩქარიანი კოლოფი (5 წინ + ზადნი), უბრალო ავტომატია თანაც ტიპტრონიკი, მე-5-იტ რო მიდიხარ 90კმ./სთ. სიჩქრით ტახომეტრი 1,7-ზე დგას

სატარებლად მაგარი, მოსახვევებში იდეალურად შედის, ადვილი და სასიამოვნო სატარებელი და რაც მთავარია საჭესთან არ იღლები ... ერთი მინუსი აქვს - ბევრს წვავს

ტრასა 8,5ლ. ქალაქი 11,5-12 ლიტრი .... დანარჩენი ძმაოოო, უბრალოდ დაჯექი გაატარე და რა სიამოვნებას მიიღებ თავად ნახავ ,,,,,,.....