იდეალური რომ არ უწერია არ გიკვირს? ჩვენთან ხომ ყველა მანქანა იდეალურია
მანქანის ყიდვა მინდოდა იანვარში, ბიძაშვილი მყავს მატორისტი და დაახლოებით საიტზე ნანახი 35 მანქანაზე მეტი შევამოწმეთ. ფინანსების მხრივ პრობლემა არ მქონდა. მთავარი იყო მომწონებოდა გარეგნულად და გამართულობით. ვურეკავდი და ვეუბნები რამე თუ სჭირს ტყუილად ნუ მაწვალებ, არა რას ამბობ იდეალური არის ხელის დადება არ უნდაო. მოვიდოდნენ და იდეალური მანქანა იყო გასმული, შეჭეჭყილი, საღებავ აცლილი და ა.შ. პირველად რასაც ვაკეთებდით კომპიუტერზე ვაერთებდით და იქ მთავრდებოდა მაგის იდეალურობა. ყველაზე მცირე 5-6 შეცდომას რომ ამოაგდებდა თან სერიოზულს, სხვა მხრივ შემოწმებას აზრი აღარ ჰქონდა. თუ ,მაინც დაგაინტერესდებოდა, ხადავოის დედა აღარ ჰყავდა და კაროპკას ხომ ბევრ მანქანაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ძრავზე აღარაა უკვე საუბარი...
ერთი მეუბნება ძვირს ვაფასებ, იმიტომ რომ ძაან მაგარი მოვლილია და მართლა მაგარ მდგომარეობაში არისო. დამაინტერესდა და შევხვდი, ჯერ მანქანას გასმულები რომ ქონდა მაგაზე საუბარი აღარაა და არც გამკვირვებია. კარფაქსზე შევამოწმე და 4-ჯერ იყო ნაავარიებელი, მერე მაინც ინტერესის გამო შევაერთე კომპიუტერზე და იმდენი პრობლემა ამოაგდო ჩამოთვლა მეზარება... ამორტიზატორი ორი ცალი არ უვარგოდა, კალოტკები დასაცვლელი იყო, გალოვკის პრაკლატკა დამწვარი ჰქონდა...
ერთმა კიდე ბათუმში ჩაგვიყვანა, ლექსუსი მოგვეწონა RX და ასაკოვანი კაცის იყო, რომელსაც რესტორანი ჰქონდა. აქედან ვუთხარით, რომ თუ რამე სჭირს ამხელა გზაზე ნუ ჩამოგვიყვან ტყუილად და არა რას ამბობ. უბრალოდ სხვა ჯიპიც მყავს და არ მინდა. საქმიანი კაცი ვარ და ტყუილად ხომ არ გატარებთო. ჩავედით მატარებლით, რადგან იმ განწყობით წავედით, რომ უნდა გვეყიდა და იმით წამოვსულიყავით. რომ მივედით გული გამისკდა. 2 ადგილას გასმული ჰქონდა თან სერიოზულად. ბრაგუნობდა რაღაც სასწაულად და სხვა ბევრი დეტალი კიდევ...
ესეთ ხალხთან მიჩნდება კითხვა, როცა იცი რომ შენ მანქანას დედა აქვს ნატირები, რატომ წერ იდეალურს, ან რაღატო აწვალებ ადამიანს, რომელიც გეუბნება, რომ თუ რამე სჭირს მითხარი, მიმყავხარ პროფილაქტიკაში, სადაც ყველანაირად უნდა შევამოწმო და დროს ნუღარ დამაკარგვინებ... მგონია, რომ ხალხმა იდეალურის მნიშვნელობა არ იცის რა არის.
* * *
კიდევ დამავიწყდა დამეწერა, ერთმა კი სადაც გინდა ნახე შეამოწმეო და რომ ავუხსენი, რომ პროფილაქტიკაში მოსულიყო, სადაც ელექტროობაზე, ძრავზე, ხადავოიზე ნუ ყველაფერზე შევამოწმებდი და თუ მომეწონებოდა წავიდოდით რუსთავში გადასაფორმებლად კი კაცო რა პრობლემა არის მოვალო. 2 საათი მალოდინა პროფილაქტიკაში და ჯერ საცობებია და მაგვიანდებაო და მერე მეუბნება საბუთებს ვერ ვპოულობო და სხვა დროს მოვალო... აბა ესეთისგან რატომ უნდა იყიდო მანქანა სულ რომ სასწაული იყოს.
This post has been edited by gio555geodles on 20 Jul 2018, 16:09