მარცხენა არის ზეთის სიბლანტე (სისქე) როდესაც ძრავი ცივია, არ აქვს მნიშვნელობა იქნება გარეთ -20 თუ +20. პირველი ციფრი ანუ მარცხენა იწყებს მუშაობას დაქოქვისას. ისე კი, რაც უფრო დაბალია ციფრი უფრო ნაკლებად გაიყინება. ანუ ის ტემპერატურები რაც დაწერე სწორია.
მეორე ციფრი ანუ მარჯვება არის უკვე როცა ძრავი სრულად გამთბარია სამუშაო ტემპერატურაზე.
მოკლედ ჯერ მუშაობს მარცხენა ციფრი, გათბება ძრავი და მუშაობას იწყებს მარჯვენა ციფრი, მარცხენა ითიშება.
ძველად იყო ხოლმე ზამთრის და ზაფხულის ზეთები, ანუ ეს მარჯვენა და მარცხენა ციფრები ერთად არ იყო, იყო ცალცალკე. მემგონი ეხლაც არის.
რაც შეეხება სისქეებს.
მაგ სისქეებს ადგენს ერთი ორგანიზაცია სახელად api. აპი ამბობს რომ მეორე ანუ მარჯვენა ციფრი უნდა იყოს ესა და ეს. უფრო დეტალურად.
x/20 უნდა იყვეს 6.9-9.3 cst.
x/30 უნდა იყვეს 9.3–12.5 cst.
x/40 უნდა იყვეს 12.5-16.3 cst.
ანუ შენ რო ჩაასხა 0/30 ან 5/30 ან 10/30 გამთბარ ძრავზე გექნება შენ სამივე შემთხვევაში მხოლოდ x/30 სიბლანტე ანუ 9.3/12.5 cst.
იგივე იქნება 0/40 ან 5/40 ან 10/40_ის შემთხვევაში, ცხელზე გექნება სისქე სამივე შემთხვევაში 12.5-16.3 cst.
ცივზეც იგივე ხდება.
როცა ჩაასხავ 0/20 ან 0/30 ან 0/40_ს ერთი და იგივე მედეგობა ექნებათ სამივეს ყინვის მიმართ იმიტო რო ჩასხმული გაქვს 0/x სიბლანტე.
იგივეა 5/20 ან 5/30 ან 5/40_ის შემთხვევაშიც. ყველა ერთნაირ ტემპერატურაზე გაიყინება ამ სამიდან.
cst (centistoke) არის სითხის და აირის სისქის კოეფიციენტი.
წყალი არის 20 გრადუსზე 1 cst.
ეს აპის დადგენილება იმ ყველაფერზე რაც დავწერე.

ეს კიდე centistoke
This post has been edited by bedo-bedo89 on 31 May 2018, 23:32