#53007272 · 30 Jun 2018, 23:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
USER001
QUOTE | ჯადოქრები 80-90 კმს გადიან 1 დატენვით მაგრამ ფანტასტიკა მგონია მაინც ეგ... |
მე გავდივარ საშუალოდ 75 კმ-ს, მაგრამ 80-90 იც გამივლია (არ ვარ ჯადოქარი  ) . ჩემი 13 იანია, რომელიც წინა წლის მოდელებისგან განსვავებით გადის დაახლოებით 15 კმ-ით მეტს. ახლები კიდევ უფრო მეტს. კიკეთიდან ჩამოვდივარ და უკან ვბრუნდები ერთი დატენვით, პლუს ქალაქში დავდივარ ცოტას. კი ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მაგარი მანქანაა. მომავალში ჩემსას თუ გავყიდი აუცილებლად ამის მომდევნო მოდელს ავიღებ. სხვა მანქანისკენ არც მინდა გახედვა. სხვათა შორის, ბენზინზეც მიცლია რაღაც პერიოდი და საკმაოდ ეკონომიურია. 5 ლიტრა დავწვი სადღაც. * * * L1nuxQUOTE | ვოლტ ძაან ძვირია მე თუ მკიტხავთ 7-8-9 ძაან ძვირია მარტო ეკონომიისთვის. |
მარტო ეკონომია არ არის, საკმაოდ კომფორტული მანქანაა, გამძლეცაა და გაწევაც მაგარი აქვს (ვისაც კარგი ელექტრო მანქანა უტარებია მიხვდება რასაც ვგულისხმობ) და კიდევ, რატომღაც არავინ ამბობს რომ ეკოლოგიურად სუფთაა! მე თუ მკითხავთ, დღევანდელ დღეს საკმაოდ აქტუალურია ეგ ამბავი * * * USER001QUOTE | ჩვენ თანაფორუმელს ყოლია 2013 იანი ვოლტი დიდი ელემენტით და თუ გვეტყვის ბენზინზე რო გადადის რამდენხანში იტენება კარგი იქნება ვერსად ვერ მოვიძიე ინფორმაცია. |
ბენზინზე როცა გადადის, თუ მაუნთინ მოდში არ ჩართავ, მხოლოდ იმდენს ტენის რამდენიც სასიარულოდ არის საჭირო. მაშინ რთავს ძრავს როცა ელემენტის დონე დაბლა ჩამოდის. როცა აღმართში ადიხარ, შესაბამისად, მეტი ხანი მუშაობს ძრავი. მე საშუალოდ 5 ლიტრი დავწვი, როცა ბენზინზე დავდიოდი. მაუნთინ მოდის დროს ძრავი მუშაობს შეუჩერებლად და 35 პროცენტამდე აჰყავს ელემენტი და ქვევით აღარ უშვებს. მერე კი საჭიროების მიხედვით ირთვება. ჰოლდ მოდი მხოლოდ 13 იანების მერე მოდელებს აქვთ. ჰიბრიდივით მუშაობს, ოღონდ აქაც ბენზინის ძრავი არ ატრიალებს ბორბლებს. ელემენტს ძალიან ცოტა აკლდება ჰოლდ მოდით სიარულისას, ბენზინს კი ოდნავ მეტს წვავს, ვიდრე ჩვეულებრივი რეჟიმის დროს, როცა ელემენტი თავდება და ავტომატურად ირთვება ბენზინის ძრავი. ფორუმებზე წამიკითხავს, რომ ჰოლდ მოდით ტრასებზე სიარულია რეკომენდებული. ქალაქში საცობების დროს ელექტრო (თან L ით, მუხრუჭზე ხშირად არ გიწევს დაჭერა, ავტომატურად შვება და თან ტენის)
ჰო, და კიდე, აქ კიონდენციონერ-ფეჩზე იყო საუბარი. დავამატებ, რომ ვოლტს აქვს კონდენცირების სამი ვარიანტი: კომფორტი, ეკონომი და ვინტილატორი. წვაც შესაბამისი აქვს. ფეჩზე კი პასპორტში უწერია, რომ თუ სავარძლების გათბობას გამოიყენებთ, ყველაზე ეკონომიური ეგ არის. მე ჯერ ზამთარში არ მივლია და ბევრს ვერ დავწერ.
This post has been edited by დათიკო on 1 Jul 2018, 00:13
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|