ზღვაზე, პლაჟზე მარტო "სემენდეეე" უნდა დაგჩხავლოს ვიღაცამ და...
სოფელში ჩეივლი, ექეთ საადრეო ვაშლის და მსხლის ტოტებია გადმოწეული მაცდურად,
იქეთ ჩამწიფებული ლეღვი "გიღიმის", ვინმე ჯიგარი საზამთროს და ნესვის ბაღში მიგიპატიჟებს,
ნაუცბათევად ჩაჭრილ კიტრისა და პომიდვრის სალათას შემოგთავაზებს,თხლად ჩამოთლილ ყველს დაგიწყობს "სუფრაზე",
ცოცხალ მწვანილს შემოამატებს, ჭყინტი სიმინდიც იქავე ექნება ყანაში, და ა.შ...
ჩაცივებულ სტოგრამ ორნახადს გადაკვრევინებს(თუ გაკმარა/თუ იკმარე)...
მდინარეზე წახვალ და ზემოთჩამოთვლილი თან მიგაქვს...
მოკლედ განცხრომაში ხარ