ტაქს მისმინე მე და დამიჯერე. 2 წელია მყავს 3.5 და თუ გაითვალისწინებ ჩემს რეკომენდაციებს გამოგადგება
მოკლედ წვა. ქალაქ გარეთ ტრასაზე 100-110ის რეჟიმში წვავს 8 ლიტრას. შერეულად წვავს 12-13 ლიტრას. ქალაქში, მაგალითად თუ საცობში დგახარ 15-16 დაგიწვავს, თუ შერეულად დადიხარ ქალაქში, სანაპირო რამე 12-13.
ძრავს რაც შეეხება. ყველაზე საინტერესო აქ ხდება

მოკლედ მ272 ძრავი, 3,5 იქნება თუ 3.0. პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეამოწმო ცეპი, შეიძლება ჩეკი არ ანთებდეს მაგრამ უკვე დანძრეული ქონდეს ბალანსირს და ცეპს შესაბამისად. როგორ ამოწმებ ცეპს, ორი გზაა. პირველი დილით დაქოქვისას თუ არ აქვს ხმა ცეპს. მაშინ კარგია ძალიან.
მეორე მეთოდი არის, დიაგნოსტიკით. რასპედვალის დაჩიკებით ხვდებიან რასპედვალის პოზიციას და მაგის მიხედვით თუ აცდენილია თავის ქარხნულ კონფიგურაციას, მაშინ უკვე დაიწყო პროცესი და მალე მოგიწევს შეცვლა.
როცა ყიდულობ, ძრავი აუცილებლად გაახურო და ამუშავე ადგილზე ასე 10-15 წუთი, არანაირი ხმები არ უნდა მოდიოდეს. კაკუნის ხმა თუ აქ დაივიწყე, ესეიგი ზადირები აქ ცილინდრში და ჯობია შეეშვა. ალუმინის გილზები აქ და შესაბამისად, თუ გადახურდა ძრავი ან ცუდი სერვის ისტორია ქონდა, პირველ რიგში მაგას ენძრევა.
კოლექტორი, შემშვები კოლექტორი არის პლასტმასის დეტალებისგან შედგება, შესაბამისად დროთა განმავლობაში ხუნდება ეს პლასტმასი და ტყდება, როცა ყიდულობ აუცილებლად უნდა შემოწმდეს დიაგნოსტიკაზე. როგორც წესი ცვლიან და შეგიძლია მეტალის დააყენო. მაგრამ მაინც საფრთხილოა.
ზეთის შეცვლა ყოველ 7-8 ათასში, გირჩევ ორგინალი ზეთი შეცვალო და მასთან ერთად ჰაერის ფილტრიც უნდა შეიცვალოს, არ გამაზო არავითარ შემთხვევაში.
დალშე რავიცი, 2 წელია მყავს და ჩემ გარშემო ბევრს ყავს 3.5 არავის არაფერი არ დამართნია ჯერ-ჯერობით, ვინც უვლის წესით არაფერი ემართება.