ვეთანხმები ამხანაგის დასკვნას.
ცოტა აბსტრაქტული მოთხოვნაა მაგრამ ეჭვი არ უნდა მიწვალებდეს გონებას რომ რაღაცას მატყუებენ ან რაღაცას არასწორად მიკეთებენ.
შემიძლია ქირურგს ვენდო, თვალდახუჭული დავუწვე მაგიდაზე და მშვიდად მივცე უფლება მუცელი გამიჭრას და ელენთა ამომიღოს, მაგრამ ხელოსნებთან ეგ მომენტი არ მაქვს. ალბათ იმის ბრალია რომ რაც უფრო ნაკლებად ერკვევი რამეში მით უფრო ენდობი იმ საქმის "სპეციალისტს".
არ მეგულება სახელოსნო, სადაც დავტოვებ მანქანას, წამოვალ სახლში და მშვიდად დავიძინებ. ქომწმენდაზე რომ დამიტოვებია მაშინაც ეჭვი მაწუხებს რამე არ შემიცვალონ მეთქი. შარშან სამრეცხაოში დავტოვე და უკანა კოვრიკები გააქრეს. მეორე დღეს აღმოვაჩინე რომ არ იყო, მივედი, ვიჩხუბე, ვიყვირე მარა ჩემი ფეხები, აქ არ არიო და დახოცე თუ გინდა და წარმოიდგინე მატორისტთან რო დატოვებ 1 კვირა როგორ გინდა ენდო