გამარჯობათ
3.2 CDI W210
დილით რო ჩავედი ანტიფრიზი აკლდა,ჩავამატე ანტიფრიზი სადღაც 250 გრამი და 150 გრამი წყალიც დავამატე(რაც აკლდა კიდე ჩემი ხედვით;დ) და სამსახურში წავედი.
შუადღეს ვნახავ კიდე ხო არ დაიკლო თქო და რო ავხადე დამხვდა ეს სიტუაცია.
ეს ყავისფერი ლაქები ქონდა ზუსტად ხუფის დაბლა დაგროვებული პატარაზე,2-3 ცალი პატარა ლაქები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზეთი შევამოწმე და არ აკლდა,ასევე ხუფიც მოვხსენი და არც ბუშტუკები არ ქონდა.
ვიფიქრე გოჭიდან არის თქო და მაგიტო შევამოწმე.
შემდეგ პატარა ნაჭერი ჩავყავი,ეს ჭუჭყი შევაწოვინე და ამოვასუფთავე რა ანუ ეგ ლაქები რაც მოვახერხე.
წავედი სახლში (რუსთავი) და შემდეგ კიდე ვნახე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არაფერი არ ქონდა გადატანილი,მწვანე ანტიფრიზია ჩვეულებრივ...
ვერ გავიგე რა ხდება...
რაც შევამჩნიე ისაა რო ბაჩოკს შიგნიდან ჭუჭყი აქვს და შეიძლება ეგ იყოს?...
თუ გადაიტანდა ხო კიდე გადაიტანდა? თან ესე ცოტა? ტალახივით უნდა ყოფილიყო